ჩაბარების ვადა:
24 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16976 - ტენდერი შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ბალანსზე არსებული ავტო-გაზგასამართი სადგურებზე საწვავის ავზების წმენდაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ბალანსზე არსებული ავტო-გაზგასამართი სადგურებზე საწვავის ავზების წმენდაზე.
კონკრეტული დავალება:
- 2023 წელს უნდა გაირეცხოს ავტო გასამართი სადგურის საწვავის მინიმუმ 200 ცალი რეზერვუარი.
- 200 რეზერვუარიდან 125 რეზერვუარი არის სარკოფაგის ტიპის, ხოლო 75 რეზერვუარი არის ღია ტიპის.
- რეზერვუარის რეცხვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ტიპის რეცხვის ფასი,
- რეზერვუარის სრული რეცხვა.
- სარკოფაგში სადაც შეუძლებელი ჩასვლა გარლავინის ყელის სივიწროვის გამო, გაუხსნელად ზევიდან რეცხვა. (აპარატი რომელიც ეშვება რეჯეკეტის ყელში და წყლის წნევით რეცხავს რეზერვუარს). - საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს რეზერვუარის დეფექტოსკოპიის ფასი.
- საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნავთობ ბაზის რეზერვუარის რეცხვის ფასი (3000 მ3 2000 მ3 1000მ3 ტევადობის რეზერვუარები).
- საჭიროების შემთხვევაში ავტო გასამართი სადგურის რეზერვუარის კალიბრაციის გაკეთება ლიცენზირებული კომპანიის მიერ. 1 რეზერვუარის კალიბრაციის ფასის წარმოდგენა.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება რეზერვუარის წმენდაზე. აუცილებლად უნდა წარმოადგინოს რომელ კონკურენტ კომპანიებში ახდენს რეზერვუარის წმენდას და მათგან სარეკომენდაციო წერილი.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
რეზერვუარის რეცხვის დროს ჩატარებული სამუშაოების მოთხოვნები
რეზერვუარის სრული რეცხვის დროს:
- რეზერვუარის რეცხვის დაწყების და დასრულების შემდეგ მომსახურე კომპანია ხელს აწერს ავტო გასამართ სადგურზე არსებული შიდა განაწესით ,,საწვავის რეზერვუარების წმენდისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების მოთხოვნები“-ს დოკუმენტს. რაც გულისხმობს მომსახურე კომპანიის მიერ სრულ პასუხისმგებლობას ავტო გასამართ სადგურზე, რეზერვუარის წმენდის დროს უსაფრთხოების ნორმის დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას.
- რეზერვუარის თავსახურზე არსებული მოწყობილობის დემონტაჟი.
- რეზერვუარში არსებული მკვდარი ნაშთის ამოღება გაფილტვრა, განცალკევება დაბინძურებული საწვავის, ვარგისიანი საწვავისგან.
- დაბინძურებული საწვავის მოთავსება უტილიზაციის ურნებში.
- რეზერვუარის დეგაზაცია, გამოქარვა (გამოპარვა).
- რეზერვუარის გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგ რეზერვუარის დასურათება.
- რეზერვუარის გარეცხვა (პიროვნების ჩასვლით წყლის წნევით და ხსნარებით)
- რეზერვუარის გამშრალება
- საწვავის შემწოვი ხრაპავიკის გაწმენდა.
- რეზერვუარის თავსახურის ჰერმეტულად დახურვა (თავსახურის თოკის შეცვლა).
- რეზერვუარის თავსახურზე მოხსნილი ყველა მოწყობილობის მონტაჟი.
- რეზერვუარზე არსებულ მოწყობილობებზე პარანიტის შუასადების შეცვლა. (საჭიროების შემთხვევაში).
- რეზერვუარის შემოწმება ჰერმეტულობაზე.
- რეზერვუარში სამუშაოების დასრულების შემდეგ გაფილტრული საწვავის უკან დაბრუნება.
- სასუნთქი სარქველის გაწმენდა.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მენეჯერსა და მომსახურე კომპანიის მიერ დგება მიღება ჩაბარების აქტი ფოტო სურათებთან ერთად, რაზეც ორივე მხარე აწერს ხელს.
რეზერვუარის თავსახურის გაუხსნელად რეცხვა:
- რეზერვუარის რეცხვის დაწყების და დასრულების შემდეგ მომსახურე კომპანია ხელს აწერს ავტო გასამართ სადგურზე არსებული შიდა განაწესით ,,საწვავის რეზერვუარების წმენდისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების მოთხოვნები“-ს დოკუმენტს. რაც გულისხმობს მომსახურე კომპანიის მიერ სრულ პასუხისმგებლობას ავტო გასამართ სადგურზე, რეზერვუარის წმენდის დროს უსაფრთხოების ნორმის დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ ინციდენტების პასუხისმგებლობას.
- რეზერვუარის თავსახურზე არსებული მოწყობილობის დემონტაჟი. (თუ არის შესაძლებელი).
- რეზერვუარში არსებული მკვდარი ნაშთის ამოღება გაფილტვრა, განცალკევება დაბინძურებული საწვავის, ვარგისიანი საწვავისგან.
- დაბინძურებული საწვავის მოთავსება უტილიზაციის ურნებში.
- რეზერვუარის გარეცხვა სპეციალური მოწყობილობით რომელიც ჩადის რეზერვუარში რეჯეკეტის ან მიმღები მილის მეშვეობით და რეცხავს რეზერვუარს წყლის წნევით.
- რეზერვუარიდან გარეცხილი წყლის ამოტუმბვა და გამშრალება სრულად.
- საწვავის შემწოვი ხრაპავიკის გაწმენდა.
- რეზერვუარზე მოხსნილი მოწყობილობების ჰერმეტულად დამონტაჯება.
- რეზერვუარზე არსებულ მოწყობილობებზე პარანიტის შუასადების შეცვლა. (საჭიროების შემთხვევაში).
- რეზერვუარის შემოწმება ჰერმეტულობაზე.
- რეზერვუარში სამუშაოების დასრულების შემდეგ გაფილტრული საწვავის უკან დაბრუნება.
- სასუნთქი სარქველის გაწმენდა.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მენეჯერსა და მომსახურე კომპანიის მიერ დგება მიღება ჩაბარების აქტი ფოტო სურათებთან ერთდ, რაზეც ორივე მხარე აწერს ხელს.
გადახდის პირობები: ყოველი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე
ტენდერის ვადები: 10 დღე
ხელშეკრულების ვადები: გაფორმებიდან 2 წელი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 24 აპრილი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება