ჩაბარების ვადა:
24 აპრილი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17002 - ტენდერი კახარეთი ჰესის სადერევაციო არხის გაწმენდისა და პროფილირების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კახარეთი ჰესის სადერევაციო არხის გაწმენდისა და პროფილირების მომსახურების შესყიდვაზე #22/03-GIEC-S-Hydro/Kakhareti-23.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (დანართი N3);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ: (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე).
მისამართი:
- ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახარეთი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა.
- აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არხს ესაზღვრება კერძო მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთები.
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ კახარეთი ჰესის ტექნიკური დავალების დეტალური ფაილი და ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „კახარეთი ჰესის სედერევაციო არხის გაწმენდა და პროფილირება“ და ნომერი - #22/03-GIEC-S-Hydro/Kakhareti-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 24 აპრილი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება