ჩაბარების ვადა:
3 მაისი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T17010 - ტენდერი №364 - Cisco SMARTnet-ის ლიცენზიების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს №364 - Cisco SMARTnet-ის ლიცენზიების შესყიდვის მიზნით და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის პირობები:
- შესყიდვის საგნის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში №1;
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 მეშვეობით
- წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს დოლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები თბილისის მაშტაბით;
- მწარმოებლის მიერ გაცემული MAF (manufacturer authorization form);
- შემსყიდველის მოთხოვნაა, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებული ტექნიკის შეკეთება/მომსახურების გაწევა მოხდეს ბრენდის ავტორიზებულ სერვისცენტრში:
- პრეტენდენტი თავად არის ავტორიზებული სერვისცენტრი ან/და პრეტენდენტს ყავს ქვეკონტრაქტორი ავტორიზებული სერვისცენტრი (უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში).
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრების ჩამონათვალი/მისამართების მითითებით, სადაც მოხდება ტექნიკის შეკეთება ან/და სხვა თანმდევი მომსახურების გაწევა.
ანგარიშსწორების პირობები:
- კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ერთჯერადი ხასიათის ნასყიდობის ხელშეკრულებას სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების მიღების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3-5 კალენდარული დღის ვადაში.
- მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას კრედო ბანკში!
გამარჯვებულის გამოვლენა
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი
კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- MAF – ის წარმოდგენა
- მოწოდების ვადები
- საგარანტიო ვადები/სერვისის ვადები
მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
- მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:
რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურება, შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
- შესყიდვის საგნის დასახელება;
- კომპანიის დასახელება;
- რეკომენდატორი პირის სახელი-გვარი, თანამდებობა;
- საკონტაქტო ნომერი.
− დამატებითი დანართები - გთხოვთ, ატვირთოთ ხელმოწერილი/დასკანერებული სახით: - ! დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა (ფასების ცხრილი); ( ასევე მოგვაწოდეთ Excel ფორმით )
- ! დანართი № 2- ტექნიკური შემოთავაზება (ატვირთეთ ცალკე ფაილად, სხვა დოკუმენტებისგან დამოუკიდებლად)
- ! დანართი № 3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან;
- ! დანართი № 4 - აფიდავიტი/წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ;
- ! დანართი №5 - ანგარიშის გახსნის თაობაზე ( მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში არ გაქვთ გახსნილი სს „კრედო ბანკში“)
მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 03 მაისი, 18:00 საათი.
- ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია ინფორმაციას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 მაისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი: ხათუნა ჩხეტია
ელ. ფოსტა: khchkhetia@credo.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
დოკუმენტაცია
ზოგადი ინფორმაცია-სატენდერო განაცხადი
ზოგადი ინფორმაცია-სატენდერო განაცხადი
მხოლოდ ხელმოსაწერი
მხოლოდ ხელმოსაწერი
შესავსები- დანართი№2ტექნიკური შემოთავაზება
შესავსები- დანართი№2ტექნიკური შემოთავაზება
შესავსები-დანართი №1 -შემოთავაზების ფორმა
შესავსები-დანართი №1 -შემოთავაზების ფორმა
ხელმოსაწერი-დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
ხელმოსაწერი-დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
ხელმოსაწერი-დანართი №4 - აფიდავიტი
ხელმოსაწერი-დანართი №4 - აფიდავიტი
ხელმოსაწერი-დანართი №5- ანგარიშის გახსნის თაობაზე
ხელმოსაწერი-დანართი №5- ანგარიშის გახსნის თაობაზე
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა