ჩაბარების ვადა:

1 მაისი 2023, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17041 - ტენდერი საფოსტო მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „რუსთავის წყალი“ აცხადებენ გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს საფოსტო მომსახურეობის შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობა უფასოა. 

მომსახურების
/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერილობა, გთხოვთ, იხილოთ დანართში N4- ტექნიკური დავალება და დანართში N3- ფასების ცხრილი.
  • დანართში N4 წარმოდგენილია შიდა გზავნილების სტატისტიკა, რომელიც არის საორიენტაციო და არ დაფისქირდება ხელშეკრულებაში სავალდებულო რაოდენობად.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მომსახურე კომპანია ვალდებულია დაიცვას საფოსტო მომსახურების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 
  • მომსახურე კომპანია ვალდებული ყველა პროცესის სამართავად გამოიყენოს შესაბამისი ელექტრონული  პროგრამა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იქნება დამკვეთისათვის. 
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემსყიდველს მომსახურე კომპანიის ბაზასთან წვდომა ჰქონდეს ბოლო წერილის ჩაბარებიდან 4/6 წელი (ოთხი/ექვსი)   და სასურველია  ჰქონდეს ამ ბაზის ექსპორტირების საშუალება. ასევე აუცილებელია ქონდეს ჩაბარების დასტურების ექსპორტირების/გადმოწერის საშუალება. 

მომსახურე კომპანია ვალდებულია გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები:

  • მომსახურე კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს გაგზავნილი კორესპონდენცია ვადების გათვალისწინებით ჩააბაროს ადრესატს თბილისსა და საქართველოს მაშტაბით. 
  • 1.1 შემსრულებელი ვალდებულია წერილები  გაიტანოს მიმღების მისამართზე, დამკვეთისგან დავალების მიღებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, წერილი გატანა შეთანხმების თანახმად უნდა მოხდეს ადრესატთან ერთჯერადი ან ორჯერადი ვიზიტის ფარგლებში. ადრესატზე ჩაუბარებელი წერილები კომპანიას უნდა დაუბრუნდეს რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 10(ათი) სამუშაო დღეში. ჩადრსატზე ჩაუბარებელი წერილები აუცილებელია დაბრუნდეს თანდართული  რეესტრით.  
  • 1.2 შემსრულებელი ვალდებულია წერილები ჩაბაროს ადრესტსატს გზავნილის მიმღები  პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან პი-
    როვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი საბუთის) წარმოდგენისა და გზავნილის მიღების დასტურად მის მიერ სათანადო წესით ხელმოწერის განხორციელების შემდეგ. ასევე გზავნილე შეიძლება ჩაბარდეს  ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც დახვდება კურიერს ადრესატის მისამრთზე(ოჯახის წევრი) და განაცხადებს, რომ ცხოვრობს ადრესატთან ერთად. 
  • 1.3 ორგანიზაციისათვის წერილები ჩაბარების შემთხვევაში გზავნილი უნდა ჩაბარდეს სამუშაო ადგილის/ორგანიზაციის ადმინისტრაციას, კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, დამატებით უნდა მიეთითოს იმ პირის დაკავებული თანმდებობა /პოზიცია ვისაც ბარდება წერილი.  
  • 2.0 მომსახურე კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მოქნილი და გამჭვირვალე ელექტრონული პროგრამა, სადაც შეძლებს მუშაობას დამკვეთის რამდენიმე თანამშრომელი.  
  • 2.1 ელ. პროგრამაში ასახული ყველა მოქმედება იყოს თვალსაჩინო. ჩანდეს წერილის მოძრაობის სრული ციკლი, თარიღების, ვადების და სხვა დეტალების გათვალისწინებით.
  • 2.2 ელ. პროგრამა მყისიერად უნდა ასახავდეს წერილის ჩაბარება/არ ჩაბარების სტატუსს. ელ. პროგრამიდან მარტივად იყოს ამოსაღები ჩაბარება/არ ჩაბარეების დასტურები. 
  • 2.3 ელ. პროგრამიდან  შესაძლებელი უნდა იყოდ სტატისტიკური მონაცემის/რეპორტების გადმოტანა. 
  •  

სტატისტიკა: 

  • 1. 2022 წელს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის რაოდენობა შეადგენს 13,733 წერილს.
  • 2. 2022 წელს შპს „რუსთავის წყლის“-ს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის რაოდენობა შეადგენს 945  წერილს.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N3-ში მოცემული ფასების ცხრილის შესაბამისად.
  • დამატებით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო კორპორატიული ტარიფებიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში

მომსახურების/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულებები ცალ-ცალკე „GWP“-სა და „რუსთავის წყალზე“.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული ფასების ცხრილი- დანართი N3;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით);
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და შპს „რუსთავის წყალს“ შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებები ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 1 მაისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: თათული მაღლაფერიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmaglaperidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 577 285 215

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1203); 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 აპრილი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა