ჩაბარების ვადა:

27 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17055 - ტენდერი დოკუმენტების გადამუშავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს, დოკუმენტების გადამუშავების მომსახურების შესყიდვის შესახებ. ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ  რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba). 

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი შესყიდვების მიმართულებით:
ნინო მიქელაძე
ელ. ფოსტა: nimikeladze@bog.ge 
მობ: +995 599 88 43 22

ანა სტეფნაძე
ელ. ფოსტა: astepnadze@bog.ge
მობ: +995 579 24 34 75

საკონტრაქტო ვადა: 1 წელი

სს საქართელოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკში არსებული ხანდაზმული დოკუმენტაციის - მაკულატურის (საოპერაციო და სალაროს დღიური წიგნები) გადამუშავებასთან დაკავშირებით. აღშნიშნული მომსახურების მიღებას ბანკი გეგმავს წელიწადში ორჯერ.

გადასამუშავებელი/გასანადგურებელი მასალა:

  • გადასამუშავებელია საოპერაციო და სალაროს დღიური წიგნები,  რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთებში:
    - a. ლოკაცია-ლილო, ჭირნახულის #9
    - b. 5000-მდე ყუთი
    - c. ერთი ყუთის საშუალო წონა: 10-15 კგ
    - d. დაახლოებითი ჯამური წონა: 50 ტონა
  • გადასამუშავებელია სალაროს წიგნები
    - a. ლოკაცია-რუსთავი, ბარათაშვილის ქ.#8
    - b. 1-2 ტონის ფარგლებში
    - c. ყუთების გარეშე

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს:
  • დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გამოცდილება.
  • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქაღალდის (მაკულატურის) გადამუშავებაზე (ნარჩენის აღდგენა).
  • დიდი მოცულობის დოკუმენტების განადგურების გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს:
  • მაკულატურის აწონვა სპეციალური სასწორის საშუალებით.
  • მაკულატურის ტრანსპორტირება გადამუშავების ობიექტამდე.
  • მაკულატურის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები (უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის მუშახელის მობილიზება).
  • პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია გადამუშავებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს დაასწროს ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი.
  • პრეტენდენტი ვალდებულია მოახდინოს გადამუშავებასთან დაკავშირებული ვიდეო-ჩანაწერის მოწოდება, ბანკის მხრიდან გამოთხოვის შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მასშტაბური რაოდენობის დოკუმენტების განადგურებაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი.
  • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქაღალდის (მაკულატურის) გადამუშავებაზე (ნარჩენის აღდგენა).
  • ზემოთ აღწერილი საქმის შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი.

ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ფინანსური წინადადება:

  • ფინანსურ წინადადებაში მიუთითეთ 1 კგ მაკულატურის გადამუშავების ღირებულება, რომელიც მოიცავს ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას (მათ შორის: აწონვა, ტრანსპორტირება, მუშახელი).
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს მაკულატურის გადამუშავების გეგმა-გრაფიკი, რომელიც იქნება გაწერილი დროში (რამდენი კგ მაკულატურის გადატანას შეძლებს პრეტენდენტი 1 გადაზიდვაზე და რამდენი კგ მაკულატურის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს 24 საათში).
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია: საქმიანობის აღწერილობა და გამოცდილება. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ქაღალდის (მაკულატურა) გადამუშავების საქმიანობის ნებართვაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (იხ. დანართი 1 დოკუმენტის ბოლოს).

  პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

შეფასების კრიტერიუმები
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ფინანსური წინადადება 50%
  • კომპანიის გამოცდილება 50% 

დავალების შესრულების შემდგომ, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე,  დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

შენიშვნა:

  • მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაცის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ  რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები