ჩაბარების ვადა:

4 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17064 - ფასთა გამოკითხვა კასპის ქარხანა კონდენციონერების წლიურ მომსახურებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ქარხანა კონდენციონერების წლიურ მომსახურებაზე.

ჰაიდელბერგცემენტი გეგმავს კასპის ქარხანაში არსებული 99 სპლიტ კონდენციონერის, 28 კოლონური კონდენციონერის და 1 ცენტრალური კონდენციონერის, წლიურ სერვისს. აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა გამოცდილი პერსონალისგან  შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მსგავსი სამუშაოს გამოცდილება. სამუშაოს ფარგლებში უნდა მოხდეს, სპლიტ კონდენციონერების სრული ინსპექტირება წელიწადში 2-ჯერ, ქიმიური გაწმენდა წელიწადში 1-ხელ, ფრეონის დამატება საჭიროებისამებრ, დაზიანებების აღმოფხვრა საჭიროებისამებრ. კოლონური კონდენციონერების გაწმენდა წელიწადში 2-ჯერ, ქიმიური გაწმენდა წელიწადში 1-ხელ, სრული ინსპექტირება წელიწადში 2-ჯერ, დაზიანების აღმოფხვრა საჭიროებისამებრ, ფრეონის დამატება საჭიროებისამებრ. 

შემსრულებელმა თავად უნდა უზრუნველყოს საჭირო ხელსაწყოები და სახარჯი მასალა. ხოლო სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ამწე მოწყობილობეს უზრუნველყოფს თავად დამკვეთი.

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

კონდენციონერების მომსახურებაზე უნდა შესრულდეს მომდევნო ძირითადი პუნქტები:

  • სპლიტ კონდენციონერების წლიური მომსახურება:
  • სპლიტ კონდენციონერების სრული ინსპექტირება ფილტრების გაწმენდა (მინ.  წელიწადში 2-ჯერ)
  • ქიმიური გაწმენდა თავისი მასალებით (სარეცხი საშუალებებით, მინ. წელიწადში ერთხელ)
  • ფრეონის გადინების აღმოფხვრა.
  • ფრეონის დამატება საჭიროებისამებრ. (ფრეონის დამატება მოხდება დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ)
  • დაზიანებების აღმოფხვრა საჭიროებისამებრ.
  • დაზიანებული საჭირო დეტალის მოწოდება, შეცვლა. (მაქსიმუმ 12 სამუშაო დღეში)
  • ტექნიკური ჯგუფის მოვლინება ქარხანაში, გამოძახებიდან 48 საათში.

კოლონური კონდენციონერების წლიური მომსახურება:

  • კონდენციონერების სრული ინსპექტირება ფილტრების გაწმენდა (მინ.  წელიწადში 2-ჯერ)
  • ქიმიური გაწმენდა თავისი მასალებით (სარეცხი საშუალებებით, მინ. წელიწადში ერთხელ)
  • ფრეონის გადინების აღმოფხვრა.
  • ფრეონის დამატება საჭიროებისამებრ. (ფრეონის დამატება მოხდება დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ)
  • დაზიანებების აღმოფხვრა საჭიროებისამებრ
  • დაზიანებული საჭირო დეტალის მოწოდება, შეცვლა. (მაქსიმუმ 12 სამუშაო დღეში)
  • ტექნიკური ჯგუფის მოვლინება ქარხანაში, გამოძახებიდან 48 საათში.

ცენტრალური კონდენციონერების წლიური მომსახურება:

  • კონდენციონერის სრული ინსპექტირება ფილტრების გაწმენდა (მინ.  წელიწადში 2-ჯერ)
  • ქიმიური გაწმენდა თავისი მასალებით (სარეცხი საშუალებებით, მინ. წელიწადში ერთხელ)
  • ფრეონის გადინების აღმოფხვრა.
  • ფრეონის დამატება საჭიროებისამებრ. (ფრეონის დამატება მოხდება დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ)
  • დაზიანებების აღმოფხვრა საჭიროებისამებრ.
  • დაზიანებული საჭირო დეტალის მოწოდება, შეცვლა. (მაქსიმუმ 12 სამუშაო დღეში)
  • ტექნიკური ჯგუფის მოვლინება ქარხანაში, გამოძახებიდან 48 საათში.

სამუშაოს შესასრულებლად ჰაიდელბერგ ცემენტს, სურვილი აქვს იქირავოს კომპანია, რომელიც შეასრულებს კონდენციონერების წლიურ სერვისს. კომპანიის ვალდებულებაა კონდიციონერის გაუმართაობის ან ავარიულად  მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში,კრიტიკულ უბნებზე მოწყობილობების და საწარმოო ციკლის სწორად ფუნქციონირებისათვის სარემონტო ბრიგადა გამოცხადდეს კონდიციონერის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებიდან მეორე დღეს, 

უზრუნველყოს სამუშაოების საწარმოებლად ხელსაწყოები და სახარჯი მასალა, მოახდინოს დამატებული ფრეონის აწონვა დამკვეთის წარმომადგენლის თანდასწრებით,  მოახდინოს  პერსონალის უზრუნველყოფა ინდუვიდუალური დაცვის საშუალებებით. ასევე შემსრულებელი ორგანიზაციის ვალდებულებაა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ჰეიდელბერგცემენტისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით. 

თანდართული დოკუმენტაცია:

  • კონდიციონერების მომსახურების ტარიფები
  • სავალდებულო მოთხოვნები კონტრაქტორისთვის

კომპანიის შერჩევის წესი:

  • კომპანიებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მსგავსი სამუშაოების შესრულებაზე (წლიური 100 000 ლარი და ზემოთ) და წარმოადგენენ ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ-ფაქტურა) მიენიჭებათ უპირატესობა
  • სარეკომენდაციო წერილები ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. კასპი, კასპის ცემენტის ქარხანა, საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ტატო მეშველაშვილი 577 503 892

სამუშაოების შესრულების ვადა: 10.05.2023- დან 31.12.2023-მდე

გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 04.05.2023 – 18:00 საათი, გთხოვთ შევსებული და ბეჭედდარტყმული ფაილი „კონდიციონერების მომსახურების ტარიფები“ (ყვითლად მონიშნული ველები) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ucha.chubinidze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები