ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2023, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17083 - ტენდერი ერთ წლიანი ჩარჩო მომსახურების შესყიდვაზე დაზიანებული კაბელის თერმოკუმშვადი საბოლოო ქუროების აღდგენებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 მაისი, 12:00 სთ;

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს  ელ. ტენდერი ერთ წლიანი ჩარჩო მომსახურების შესყიდვაზე დაზიანებული კაბელის თერმოკუმშვადი საბოლოო ქუროების აღდგენებზე.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერილობა, გთხოვთ, იხილოთ დანართში N1- ფასების ცხრილი.

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ში მოცემული ფასების ცხრილის შესაბამისად.

1.4 მომსახურების/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება  „GWP“-ზე.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს საშუალოდ თვის განმავლობაში 20-30-მდე დაზიანებული კაბელის აღდგენა მოუწევს.
  • დავალება გაიცემა დამკვეთის მიერ, რომელიც პრეტენდენტმა გამოძახებიდან იმავე დღეს უნდა შეასრულოს.
  • პრეტედენტი ვალდებულია გააჩნდეს კაბელებისა (ყველა კვეთის) და გილზების (ყველა კვეთის) ულევი მარაგი.
  • პრეტენდენტს ვალდებულია გააჩნდეს კავშირები თელასსა და ეპჯ. გამანაწილებელ კომპანიებთან (სადისპეჩეროები), შესაბამისად ანგარიშვალდებულია აღდგენილი კაბელები დროულად ჩააყენოს ძაბვის ქვეშ.
  • პრეტენდენტი ვალდებულია მანქანაზე აღჭურვილი ლაბორატორიით, რომელსაცექნება კარგი დაზიანების მძებნელი, დროულად იპოვოს დაზიანება.
  • პრეტენდენტი ასევე ვალდებულია დაზიანებული საფარი შეძლებისდაგვარად დათქმულ დროში მოაწესრიგოს.

1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული ფასების ცხრილი- დანართი N1;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.9 ხელშეკრულების გაფორმება
1) გამარჯვებულ კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP),  შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2) შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.10 სხვა მოთხოვნა

1.10.1 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

1.10.2 ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

1.10.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.10.4 შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 მაისი, 12:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნიკა ცუცქირიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ntsutskiridze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 574 10 62 63

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1203); 595 22 66 94

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 აპრილი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა