ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17111 - ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანიანში შერჩეულ სოფლის საძოვრის საპილოტე სამიზნე ტერიტორიაზე სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების (პირუტყვის დასარწყულებელი) სისტემის მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 19 მაისი.

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერის აღწერილობა: ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანიანში შერჩეულ სოფლის საძოვრის საპილოტე სამიზნე ტერიტორიაზე სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების (პირუტყვის დასარწყულებელი) სისტემის მოწყობის თაობაზე. 

ტენდერის ნომერი: 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.3-2023

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო თარიღი: 19 მაისი, 2023.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“  განხორციელებაში.  პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანიანში შერჩეულ სოფლის საძოვრის საპილოტე სამიზნე ტერიტორიაზე სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების (პირუტყვის დასარწყულებელი) სისტემის მოწყობის თაობაზე. 

მომსახურების განხორცილების პერიოდი:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის ივნისი-აგვისტო პერიოდში (2,5 თვე).

ტექნიკური დავალება:

  • გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება.

მონაწილეობა:

  • მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) ა უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: თბილისიბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13; კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

  • მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
  • ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.3-2023
  • სიტყვები „არ უნდა გაიხსანას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
  • განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება. 

წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“). 

შეფასება:

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად REC Caucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდება ტექნიკური ხარისხის ფასთან  60/40  შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედბით. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 19 მაისი, ადგილობრივი დროით 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • დანართი 1. ტექნიკური დავალება
  • დანართი 2. განაცხადის წარმოდგენის ფორმა

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები