ჩაბარების ვადა:

8 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17120 - ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს დიზელ გენერატორის შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

დიზელ გენერატორის სფეციფიკაციები და შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ ფაილად დანართი N1.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასი, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, 
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 8 მაისი (18:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.ტექნიკურ საკითხებთან  დაკავშირებით  დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Lasha.Chanturidze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2060). მობ: 595110174

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005)  მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები