ჩაბარების ვადა:
8 მაისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17175 - ტენდერი მყარი დისკების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მყარი დისკების შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- გამოყენების მიზანი: ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩამწერი (NVR)
- ბრენდი: WD / Toshiba / Seagate (შემოთავაზება მიიღება სამივე ბრენდზე)
- ტიპი: HDD
- ინტერფეისი: SATA 6Gbit / s
- მოცულობა: 2-3-4-6-8-10 TB
- ბრუნვის სიჩქარე: 5400rpm / min
- ზომა: 3.5"
მოცულობა | რაოდენობა, ცალი |
10 TB | 5 |
8 TB | 255 |
6 TB | 30 |
4 TB | 20 |
3 TB | 10 |
2 TB | 10 |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ;
- შესყიდვის ტიპი - ერთიანი;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 8 მაისი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები