ჩაბარების ვადა:
15 მაისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17207 - ტენდერი ქსელური ბრანდმაუერის (Firewall) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქსელური ბრანდმაუერის (Firewall) შესყიდვაზე ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი N1, დანართი N2) შესაბამისად;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. #74, „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 მაისი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
დამატებითი პირობები!
- შემოთავაზებული ბრანდმაუერის აპარატურა უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის;
- ყველა მოთხოვნილ აპარატურაზე მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (Manufacturers Authorization Form);
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი კომუტატორების ვენდორის არანაკლებ ორი სერთიფიცირებული ინჟინრის სერტიფიკატი;
- მომწოდებელმა უნდა განახორციელოს მოთხოვნილი აპარატურის იმპლემენტაციის დაგეგმვა, კონფიგურაცია და სრული ინტეგრაცია ბანკის ქსელურ ინფრასტრუქტურაში, HA ტესტირება და უნდა შეასრულოს ეს ყველაფერი აპარატურის მოწოდებიდან 2 თვეში.
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები