ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17212 - ტენდერი ბაკურიანში სახლის მშენებლობისთვის რკინაბეტონის სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ფიზიკური პირი ვეძებ ბაკურიანში საკუთარი სახლის მშენებლობისთვის რკინაბეტონის სამუშაოების შემსრულებელ ჯგუფს ან კომპანიას, რომელიც შეასრულებს ზემოთ ხსენებულ სამუშაოს, კერძოდ:

  • რკინაბეტონის კონსტრუქციის აგება
    - სამი სართული
    - პირველი სართული-ფილის კვადრატულობა: 180კვმ, მონოლითის 3 კედელი 87კვმ
    - მეორე სართულის ფილა 165კვმ
    - მესამე სართულის ფილა 155კვმ
    - ჯამში დაახლოებით 600კვმ ბეტონის სამუშაოები
  • სახურავის კონსტრუქციის მოწყობა, გადახურვა
    - საერთო ფართი 350კვმ
  • სარდაფის გარე დრენაჟი და ჰიდროიზოლაცია 200კვმ
  • ფასადის კედლების და ტიხრების ამოყვანა ბლოკით.

მასალა და სხვა დამატებითი მოწყობილობების მიწოდება მოხდება დამკვეთის მიერ.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მშენებელთა ჯგუფს უნდა შეეძლოს პროექტის წაკითხვა და აღქმა.
  • მშენებლობა წარიმართოს პროექტის მიხედვით
  • საცხოვრებელი, კვება და ობიექტზე ჯგუფის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს შემსრულებელმა.
  • შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვროს მოლაპარაკებით და გადახდა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მიხედვით.

პ.ს საცხოვრებელი სახლის ფუნდამენტი და მიწისქვეშა სართულის მონოლითური კედლები უკვე შესრულებულია.

ფოტო იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება წარადგინეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sevikoabuladze@gmail.com 2023 წლის, 3 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დამიკავშირდეთ: 579718899 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია