ჩაბარების ვადა:
5 ივნისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17222 - ტენდერი SMM და SEO მომსახურეობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “კლინტექ” აცხადებს ტენდერს SMM და SEO მომსახურეობაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კვალიფიციურ პრეტენდენტებს. განიხილება მხოლოდ კომპანიები.
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://zoma.ge/
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- კომპანია განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 05.05.2023 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება: 05.06.2023 - მდე
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაცია:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში.
შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ყველა მომსახურებაზე:
- 2023 წლის მარკეტინგული სტრატეგია - მომსახურების ღირებულება,
- წლის/კვარტლის და თვის ჭრილში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები (იდეა, კონცეფცია, შესრულება)
- სოციალური მედია პაკეტი და არხების მენეჯმენტი მომსახურების ღირებულება
ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების აღწერილობა:
- 2023 წლის მარკეტინგული სტრატეგია
- წლის/კვარტლის და თვის ჭრილში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები (იდეა, კონცეფცია, შესრულება )
- სოციალური მედია პაკეტი და არხების მენეჯმენტი ( ფეისბუქი/ინსტაგრამი - კონცეფცია, დიზაინი, რეკლამის მენეჯმენტი, ინბოქსი, საიტზე ინფორმაციის განახლება
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: dk@zoma.ge; ac@zoma.ge 2023 წლის 05.06.2023 18:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები