ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2023, 16:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T17244 - ტენდერი 14 რეზერვუარის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის აღჭურვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის, 14 ივნისი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შესყიდვის ობიექტის დასახელება

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადენს ელექტრონულ ტენდერს - 14 რეზერვუარის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებით.  

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ები)ა ვალდებულია უზრუნველყოს თანდართული ტექნიკური დავალების, დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად ვიდეოსამეთვლყურეო სისტემით აღჭურვა.
  • პროექტის ფარგლებში შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ნაწილი საქონელი აქვს შესყიდული და გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს არსებული საქონლის გამოყენება და დამატებითი საჭირო საქონლის მოწოდება-სამონტაჟო მომსახურება.

 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება)

  • 14 რეზერვუარის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის აღჭურვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია წარმოდგენილია თანდართული ფაილების სახით:
  • ტექნიკური დოკუმენტაცია და მოთხოვნები;
  • დანართი N1 - ობიექტიების ჩამონათვალი, მისამართი და საკადასტრო კოდი;
  • დანართი N2 - შესასყიდი პროდუქციის ჯამური რაოდენობა;
  • დანართი N3 - თითო ობიექტის მიხედვით საჭირო მასალის ჩამონათვალი სრულად, სადაც გაწერილია თუ რა პროდუქცია აქვს GWP და რა პოზიციები არის შესასყიდი.

 შენიშვნა:

  • დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერის მსვლელობის და/ან მისი დასრულების შემდეგ შეიტანოს ცვლილება საქონლისა და მომსახურების დეტალურ აღწერაში

 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება თანდართული დანართი N2-ისა და დანართი N3-ის სახით - როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაწერილი არის ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • რეზერვუარების ლოკაციები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით.  

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით გზით, მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო
  • ზედნადების/ანგარიშფაქტურის დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება, დანართი N2-ისა და დანართი N3-ის მიხედვით. ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, როგორც ტრანსპორტირებით, ასევე ტრანსპორტირების გარეშე და უნდა მოიცავდეს ყველა სახელმწიფო დადგენილ გადასახადებს.
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები, მათ შორის საბანკო რეკზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში.
  • ანალოგიური ტიპის მომსახურების გაწეული ობიექტების ჩამონათვალი, GWP-ს მოთხოვნისამებრ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაფორმებული ხელშეკრულებები/მიღება-ჩაბარების აქტების და სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენის შესაძლებლობით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი და/ან ნაწილობრივი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

სხვა მოთხოვნა:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი)კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 14 ივნისი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 599 192500

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
საკონტაქტო პირი: ლევან გურგენიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ.ფოსტა: lgurgenidze@gwp.ge
ტელ.: +995 555 003364

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 მაისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა