ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17247 - ტენდერი მომსახურების შესყიდვის თაობაზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების მომზადების მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერი მომსახურების შესყიდვის თაობაზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების მომზადების მიზნით

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო თარიღი: 29 მაისი, 2023

ტენდერის ნომერი: 027RECC/G/FAO- [BL 5650-04]- 01-2023

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ განხორციელებაში. პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების მომზადების მიზნით მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

1. მომსახურების განხორცილების პერიოდი

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში (8 თვე).

2. ტექნიკური დავალება

  • გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება – attachment 1 – Terms of Reference.

3. მონაწილეობა

  • მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

4. განაცხადის წარდგენა

  • დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:
  • კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13 0179, ქ. თბილისი, საქართველო
  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:
    - მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
    - ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-04]- 01-2023
    - სიტყვები „არ უნდა გაიხსანას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
    - განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება.
    - ტენდერის წარდგენის ფორმა (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზებები და დამხმარე დოკუმენტაცია) ერთად უნდა განთავსდეს დალუქულ კონვერტში.
    - წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“).

5. შეფასება

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად REC Caucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდება ტექნიკური ხარისხის ფასთან 80/20 შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედვით.

6. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა

  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 მაისი, ადგილობრივი დროით 18:00 საათი.

7. საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი:
ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

სატენდერო დოკუმენტაციის დანართები იხილეთ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში