ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17251 - USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში - ენერგეტიკული საპილოტე პროექტები

კონკურსის აღწერილობა:

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში - ენერგეტიკული საპილოტე პროექტები

გამოქვეყნების თარიღი: 10 მაისი 2023
სტატუსი: ღია
ბოლო ვადა: 29 მაისი, 2023

მოკლე აღწერილობა:

  • განაცხადების კონკურსი ცხადდება საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
  • პროგრამის მიზანია განაცხადების კონკურსის საშუალებით 30 საპილოტე პროექტის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
  • საპილოტე პროექტი შეიძლება მოიაზრებდეს პროგრამის ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა ენერგოეფექტიანობა, მოთხოვნის მართვა, ენერგიის მართვის სისტემები და დივერსიფიცირებული, მდგრადი, განახლებადი ენერგია. ასევე შესაძლოა მოიცავდეს მიკრო პროექტებს, პატარა და საშუალო ზომის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებს.
  • პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური საკონსულტაციო ან/და მატერიალური მხარდაჭერა შერჩეული პროექტებისთვის.
  • პროგრამა აღიარებს კერძო სექტორის მნიშვნელობას სუფთა ენერგიის პრიორიტეტებისა და საჭიროებების ხელშეწყობის კუთხით. მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, პროგრამას და კერძო სექტორის სუბიექტებს შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტები ენერგეტიკულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
  • USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მისი მიდრეკილების შემცირებას მავნე ზეგავლენის მიმართ შემდეგი გზებით: (i) ეფექტიანი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მმართველობა; (ii) კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში (მათ შორის ქარის, მზის და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით); (iii) საქართველოს ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარება შიდა ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი და მდგრადი მართვისთვის; და (v) კიბერსაფრთხეების მიმართ ენერგეტიკის სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო კრიტერიუმები: 

საპილოტე პროექტის ძირითადი მიმართულება - განახლებადი ენერგია/ ენერგოეფექტიანობა/ მოთხოვნის მართვა/ ენერგიის მართვის სისტემები

განხორციელების ვადა - 2 წელზე ნაკლები

კერძო სექტორის შენატანი - მინიმუმ 50%

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის შენატანი – პროექტის მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 50 %, რომელიც თანხობრივად არ უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარს ექვივალენტი ლარში.

განმეორებადობის შესაძლებლობა - საპილოტე პროექტის ხელახლა განხორციელება მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი სხვა მსგავსი სუბიექტების მიერ.

ეკომეგობრული - საპილოტე პროექტი უნდა ახდენდეს დადებით და აშკარა ზეგავლენას კლიმატის ცვლილებაზე, სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ან თავიდან აცილების გზით.

ხელმისაწვდომობა - თითოეული საპილოტე პროექტი მისაწვდომი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.

წინადადებები უნდა წარმოადგინოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე თანდართული ფორმის შესაბამისად, არაუგვიანეს 2023 წლის 29 მაისისა: info@sgef.ge

საკონტაქტო ინფორმაცია
ადრესატი: თორნიკე ყაზარაშვილი
ელ.ფოსტა: tkazarashvili@sgef.ge

კითხვები და განმარტებები

  • მეთოდი: აპლიკანტების მიერ მხოლოდ წერილობით ფორმით წარმოდგენილ კითხვებზე და განმარტებებზე იქნება მოწოდებული პასუხები, გამოგზავნილი ზემოთ მითებულ ელ.ფოსტაზე.
  • განმარტებითი შეხვედრა: კონკურსთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებისთვის, 2023 წლის 19 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პოტენციურ აპლიკანტებთან, მოცემულ ბმულზე.
  • კითხვების/განამრტებების წარდგენის თარიღი: ყველა კითხვა თუ განმარტება წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით არაუგვიანეს 2023 წლის 15 მაისის.
  • უკუკავშირი: ყველა კითხვაზე თუ განმარტებაზე პასუხი მოწოდებული იქნება 2023 წლის 22 მაისისთვის ყველა პოტენციური აპლიკანტისთვის.

არასრულად წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.

შერჩეულ განმცხადებელს დადებითი პასუხი ეცნობება ელექტრონული ფოსტით.

საპილოტე პროექტთან დაკავშირებული დეტალები.

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია