ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17252 - ტენდერი კომპანია STULZ-ის წარმოების პრეციზიული კონდიცირების სისტემის შესყიდვა და მის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპანია STULZ-ის წარმოების პრეციზიული კონდიცირების სისტემის შესყიდვა და მის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებაზე:

საკონტაქტო პირი: ბექამუმლაძე
ელ. ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ: +995 551 46 20 03

Unit type / Condenser

Qty

Options

ASD 441 A / KSV057A31p

2  

1 წლიანი ტექნიკური მომსახურება + SLA

   

ობიექტებზე არსებული კონდიციონერების დემონტაჟი/ახლის მონტაჟი


დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - 1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - 2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - 3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, და  ა.შ.);
  • მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
  • კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების შემდეგ პირობებს:

მხარდაჭერის პირობები:

  • განახორციელოს ობიექტზე (თბილისი) არსებული კონდიციონერების გეგმიური შემოწმება წელიწადში 4-ჯერ.
  • დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაუწიოს ბანკს სრულყოფილი სატელეფონო კონსულტაცია.
  • საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების არსებობისას უზრუნველყოს ობიექტზე მისი სპეციალისტების მისვლა და აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
  • სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 საათში
  • სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 2 საათში.
  • სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 24  საათში.
  • რეაგირებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური გადაცილება განისაზღვროს 10%-ით.
  • თითოეულ საეჭვო ან/და ავარიულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბანკისათვის შესაბამისი რეპორტის მიწოდებას, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი არსებული დაზიანების აღმოფხვრის გზები, მეთოდები და რეკომენდაციები, სამომავლოდ მსგავსი ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. რეპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემოწმების ჩატარების/პრობლემის აღმოფხვრის განხორციელებიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები