ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1738 - ტენდერი ვენტილაციის, კონდიცირების, გათბობის და წყალ-კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს ვენტილაციის, კონდიცირების, გათბობის და წყალ-კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე (2 ობიექტი). 

სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბანკის კუთვნილ ორ ობიექტზე: ქ. თბილისი (1 ობიექტი), ქ. ზუგდიდი (1 ობიექტი).

თანდართულ ფაილებად იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
  • ფასთა ნუსხა
  • პროექტი და ხარჯთაღრიცხა (თითოეული ობიექტისთვის ცალ-ცალკე).

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმომდგენი ერთი კვალიფიციული კომპანია.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში განხორციელებული სამუშაოები და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ნუსხა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისად შევსებული კალკულაცია(იხ. თანდართული ფაილები)., როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე)
  • სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები.
  • წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);

სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და შესაბამისად პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3 .

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები: 

  • კომპანიის დასახელება;
  • იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელე-ფოსტის მისამართი);
  • ტენდერის დასახელება (ტენდერი ვინტილაციის, კონდიცირების, გათბობის და წყალ-კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე);

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 სექტემბერი (18:00 სთ-მდე).

ობიექტების დათვალიერების და ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

  • ლაშა ჭანტურიძე - 595110174- ლოჯისტიკის სამსახური;
  • გიორგი ანჯაფარიძე - 595787807 - არქიტექტორი;
  • ანდრო ტატიშვილი - 591409717 - შესყიდვების სამსახური. ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო და პროცესუალურ საკითხებზე მოიწერეთ შემდეგ მეილზე- tatishvili@terabank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ