ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2023, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17391 - ტენდერი მრავალსაფეხურიანი ჩასაძირი ჭაბურღილის ტუმბოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 29 მაისი, 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მრავალსაფეხურიანი  ჩასაძირი ჭაბურღილის ტუმბოების შესყიდვაზე

1.2 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • მრავალსაფეხურიანი  ჩასაძირი ჭაბურღილის  ტუმბო - 5 ერთეული
  • ტუმბოს წარმადობა Q=200 მ3/სთ
  • ტუმბოს აწევის სიმაღლე H=60 მ
  • ძაბვის საფეხური - 380 ვოლტი
  • დიამეტრი - 281 მმ
  • ჩაძირვის სიმაღლე - 28 მ
  • გეომეტრიული აწევა 51.3 მ
  • ქსელის დანაკარგი - 4.7 მ
  • გადასაქაჩი სითხე - სასმელი წყალი

1.3 განფასება 

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების დრო და ადგილი

  • მიწოდების დრო: ავანსის ჩარიცხვიდან 60 დღე
  • მიწოდების ადგილი: რუსთავი, წმინდა ნინოს 5

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

  • საგარანტიო ვალდებულება: მხარეების მიერ მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 24 (ოცდაოთხი) თვე

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური პროდუქციის იმპორტის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის წარმოების მინიმუმ 10 წლიანი უწყვეტი გამოცდილება და სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატები.

1.7 ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 
  • მომწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ავანსი არა უმეტეს 30%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე

1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატი, 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

1.9 ხელშეკრულების გაფორმება

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.10.1 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: vtsiklauri@RWC.ge

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის (შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 აპრილი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 577 73 66 44

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 მაისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა