ჩაბარების ვადა:
12 ივნისი 2023, 23:59
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T17427 - ტენდერი ორი საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 12 ივნისი.
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ორი საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების ფასი;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- სამუშაოების აღწერილობა (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი/ ხარჯთაღრიცხვა (დანართი 3);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
დავალებათა აღწერილობა:
- შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 1-ში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია:
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი 1: სამუშაოების აღწერილობა;
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
- დანართი 3: ფასების ცხრილი / ხარჯთაღრიცხვა, სადაც ჩაშლილად მოცემული იქნება ხელფასისა და მასალის ღირებულება;
- დანართი 3: საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
- დანართი 3: სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების შესრულების გრაფიკი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 12 ივნისი, 23:59 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ. ფოსტა: tenders@gc.ge
მობ: +995 577 331197
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები