ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17455 - ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს დიზელ გენერატორის შესყიდვაზე 24/05-GIEC-P/-23.

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია: 

  • დიზელ გენერატორი - 1 ცალი 
  • სრული სიმძლავრე - 390 კვა / 312 კვტ
  • ძაბვა 3*400/230ვ
  • სიხშირე 50 ჰერცი
  • ავტომატური დაქოქვის რეჟიმით 
  • გადატვირთვისგან დაცვის რეჟიმი
  • დახურული ტიპის (გარე მონტაჟის)
  • დისტანციური მართვის შესაძლებლობა

მიწოდების ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. 2 

მიწოდების ვადა: 30/06/2023 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
  • მონტაჟის ხარჯს;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გარანტიის შესახებ; 
  • ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ქართულ ან რუსულ ენაზე
  • ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 24/05-GIEC-P/-23;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
კახა უნგიაძე
საკონტაქტო ნომერი: 599 503 735

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები