ჩაბარების ვადა:

11 ივნისი 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T17512 - SDG Localization in 9 selected municipalities

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან: 

“SDG Localization in 9 selected municipalities” 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება. (დანართი 1). 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 11.06.2023 23:59 საათი. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

მითითებული ფასი უნდა მოიცავდეს საშემოსავლო გადასახადს, ასევე დასაქმებულის წილ საპენსიო შენატანს იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ჩართულია დაგროვებით საპენსიო სისტემაში. ეს ინფორმაცია თვალნათლივ უნდა იკითხებოდეს შემოთავაზებაში 

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში. 
  • ფინანსური და ტექნიკური შეთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილებში. ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1. Technical offer(CV); 2. Financial offer
  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83439952
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2. GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: 

  • სახელი, გვარი
  • მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • პროექტის ნომერი: 23.2128.9-001.00
  • ტენდერის ნომერი: 83439952
  • მიმღები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)
  • წარმომადგენლობა, თბილისი, რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ თქვენი ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.06.2023-თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები