ჩაბარების ვადა:

9 ივნისი 2023, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T17568 - ტენდერი ბანკის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: ბანკის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაზე (penetration test).

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპანიის მოძიება - შეღწევადობის ტესტის ჩატარებისთვის. ტესტირების მინიმალური მასშტაბი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელური ნაწილი; 24/7-ზონა; სოციალური ინჟინერია, მესამე მხარეების მიერ ბანკისთვის გაწეული კრიტიკული სერვისები, ინტერნეტ ბანკის აპლიკაციები და ვებ გვერდი. თუმცა სატენდერო წინადადებაში შესაძლებელია, მოცემული იყოს დამატებითი კომპონენტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • სარეკომენდაციო წერილი
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი (ფასები დათვლილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ძირითადი კომპონენტების მიხედვით: ქსელური ნაწილი; 24/7 ზონა; სოციალური ინჟინერია და სხვა.);
  • შევსებული და ხელმოწერილი პროფესიული დაზღვევის პირობები;
  • შეღწევადობის ტესტირების მასშტაბი და დეტალური გეგმა;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ხელმოწერილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლების ხელშეკრულება

კონვერტების შეტანამდე დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ კომპანიას მიეწოდება კონფიდენცილაურობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების შემდეგ (თანდართულია).

გთხოვთ, საბუთებთან ერთად, ასევე, გამოაგზავნოთ CD დისკზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
 
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 09 ივნისი 2023 წელი 16:00 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
ელ.ფოსტა: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
პაატა შეთეკაური
ზოგადი რისკების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222
ელ.ფოსტა: geo.OpRisk@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 72800000 კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება