8 ივნისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17574 - EAD (Exposure at default) - მოდელის შემუშავებისთვის კომპანიის შესარჩევი ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
„ლიბერთი ბანკი“ აცხადებს EAD (Exposure at default) - მოდელის შემუშავებისთვის კომპანიის შესარჩევ ტენდერს ქვემოთ წარმოდგენილი სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად:
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ბანკის დეფოლტში მყოფი რისკის პოზიციის („EAD“) არსებული/მიმდინარე მოდელის და მოდელირების მონაცემების გადახედვა;
- EAD მოდელის შემუშავებისას, ბანკის არსებული PD და LGD მოდელები არ უნდა დაექვემდებაროს ცვლილებას და უნდა დარჩეს უცვლელი;
- ფულადი ნაკადების EAD მოდელის შემუშავება ფულადი ნაკადების მქონე პროდუქტებისთვის, ამორტიზაციის გრაფიკის და ისტორიული წინსწრებით გადახდების საშუალო მაჩვენებლების გამოყენებით EAD-ის ვადის სტრუქტურის გენერირებისთვის (ბანკის თოთოეული ჰომოგენური ჯგუფისთვის);
- EAD-ის შეფასება ფულადი ნაკადების არმქონე პროდუქტებისთვის (ბანკის თითოეული ჰომოგენური ჯგუფისთვის);
- წინსწრებით გადახდების საპროგნოზო ქცევითი მოდელის შემუშავება (საცდელად ერთი მოდელი ერთი შერჩეული ჰომოგენური ჯგუფისთვის);
- ცოდნის გადაცემის სესიის უზრუნველყოფა ბანკის ყველა დაინტერესებული მხარეებისთვის;
- შემუშავებული მოდელის სრული აღწერა მეთოდოლოგიური სახლემძღვანელოს მომზადების ჩათვლით;
- საზედამხედველო ორგანოსთან EAD მოდელის ვალიდაციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
- გარე აუდიტორული კომპანიისთვის EAD მოდელის ვალიდაციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 08 ივნისი, 17:00 საათი;
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00.
ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება (დანართი #1-ხელშეკრულების შაბლონი);
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები