ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17578 - ტენდერი ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებში ავეჯის მიწოდება/მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დაემატა ფაილი - ხელშეკრულება.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებში ავეჯის მიწოდება/მონტაჟზე.

ტენდერის პირობები:
ზოგადი მიმოხილვა

  • მისაწოდებელი პროდუქცია - სამაღაზიე ავეჯი;
  • პროდუქციის მიწოდებას, მონტაჟს, ექსპლუატაციაში გაშვებას და ყველა თანმდევ სამუშაოს უზრუნველყოფს კონტრაქტორი - ტენდერში გამარჯვებული.

სამუშაოების განხორციელების ადგილი - ქ. თბილისში შემდეგ მისამართებზე:

  • აღმაშენებლის ხეივანი, №228, აგს №2 (ს.კ. 01.72.14.014.066);
  • კოსმონავტების სანაპირო 53, აგს №3 (ს.კ. 01.13.05.004.043);
  • კახეთის გზატკ., ორხევის ხიდთან, აგს №5 (ს.კ. 01.19.17.002.013);
  • კახეთის გზატკ., აეროპორტის გზაზე II გაჩერება, აგს №15 (ს.კ. 01.19.21.001.002);
  • თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №169, აგს №19 (ს.კ. 01.10.05.027.001)
  • დეტალები მოთხოვნილ პროდუქციასა და ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოდგენილია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
    როდუქცია გამართულ მუშაობაზე გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის ვადით;
  • სამუშაოს შესრულების ვადა არის 45 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმების დღიდან (საორიენტაციოდ 2023 წლის 7 აგვისტო);
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ქართულ ლარში შესრულების აქტის ხელმოწერის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 30-ე კალენდარულ დღეს.
  • შენიშვნა: პრეტენდენტს სატენდერო წინადადების წარდგენამდე შეუძლია ობიექტების დათვალიერება. სამუშაოს წარმოებისას პრეტენდენტის მხრიდან დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, შრომისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ყველა ნორმა, რაც ცალსახად წარმოადგენს პრეტენდენტის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ინფორმაცია კომპანიის (პრეტენდენტის) შესახებ:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • იურიდიული მისამართი;
  • ფაქტობრივი მისამართი;
  • ტელ., ფაქსი, ელ-ფოსტა;
  • საკონტაქტო პირი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელი პირების შესახებ;

 ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტები:

  • ამონაწერი კომერციული(სამეწარმეო) რეესტრიდან პრეტენდენტის რეგისტრაციის შესახებ;
  • ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესის წარმოების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;

კომერციული წინადადება

  • პრეტენდენტის კომერციულ განაცხადი უნდა მოიცავდეს მასალებისა და სამუშაოების სრულ ღირებულებას, რათა შესრულდეს სამუშაო პირობები სრულად;პოტენციურმა კონტრაქტორმა უნდა გაითვალისწინოს დამატებითი სამუშაოს შესაძლო საჭიროების ფაქტორი უშუალოდ სამონტაჟო სამუშაოების თვალსაზრისით.
  • კომერციული შეთავაზების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ქართულ ლარში დღგ-ს გარეშე;

 ტექნიკური წინადადება

  • შესრულებული სამუშაოების წლიური მოცულობა, დადასტურებული ფინანსური ანგარიშგებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში);
  • მონაცემები მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილების შესახებ შესაბამისი მოცულობების მითითებით (უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში);
  • სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების გეგმა, ვადების მითითებით;
  • სამუშაოების (მომსახურების) შესრულების შესაძლებლობა გრაფიკის მიხედვით დადგენილ ვადებში.
  • მოსაწოდებელი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები, ვიზუალური მხარე (ფოტო მასალა) და მათზე გაცემილი სერტიფიკატები;
  • შესაბამისი საწარმოო საშუალებებისა და ბაზების, ტექნიკური შესაძლებლობების და შესაბამისი პერსონალის ხელმისაწვდომობა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა, კონტროლის სერვისების ხელმისაწვდომობა: ხარისხი, უსაფრთხოება, სხვა მომსახურება;
  • გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია).

სატენდერო პროცედურები:
ტენდერი ჩატარება ორ ეტაპად, ღია ვაჭრობით.

  • ტენდერზე ვაჭრობის ჩატარების თარიღი - 2023 წლის 19 ივნისი 15:00 სთ.
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო. გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ტენდერში მონაწილეებმა 2023 წლის 13 ივნისის 18:00 სთ-მდე დალუქულ კონვერტებში უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება თანმხლებ წერილთან (დანართი 2) ერთად.
  • პრეტენდენტის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს „პრეტენდენტის ინსტრუქციის“ 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტებზე მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის დასახელება და მასში არსებული მასალის აღნიშვნა.
  • მონაწილეების მიერ კონვერტები წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, №11, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ვაჭრობაში მონაწილეობას ღებულობს პრეტენდენტი ორგანიზაციდან არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
  • ვაჭრობის შედეგების სათანადო წესით გაფორმებისათვის ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების წარმომადგენლებმა თან უნდა იქონიონ სათანადო წესით შევსებული, №2 და №3 პუნქტებისა და თარიღის შევსების გარეშე, ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული სატიტულო ფურცლის (დანართი 3) არანაკლებ ორი ეგზემლიარი.
  • კომერციული წინადადებების კონვერტები გაიხსნება ტენდერზე რის შემდეგაც პრეტენდენტებს შორის გაიმართება ღია ვაჭრობა.

განსაკუთრებული პირობები

  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
  • ხელშეკრულება გამარჯვებულთან გაფორმდება ღია ვაჭრობის დასრულებიდან და სატენდერო კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
  • თუკი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებები იქნება არასწორი ან არასრულყოფილი იგი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • წინადადებების განხილვისას კომისია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. თუ მონაწილე არ წარადგენს დამატებით დოკუმენტაციას მითითებულ ვადაში, ის დისკვალიფიცირებული იქნება.
  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი პრეტენდენტების მიერ სატენდერო პროცესის დროს გაწეულ ხარჯებზე, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა ხელშეკრულება.
  • კომპანია არ არის ვალდებული აუხსნას პრეტენდენტებს ტენდერის ჩავარდნის ან საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი.
  • კომპანია არ იღებს ვალდებულებას აუცილებლად დადოს ხელშეკრულება ტენდერში მონაწილე რომელიმე პრედენტენტთან.

საკონტაქტო პირი:
თამარ თორდია
+995 (32) 238-99-92

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი