ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17632 - ტენდერი ცენტრალური საშემკეთებლო სამსახურისა და ქიმიური საამქროს საწყობის საჭიროებისთვის უჟანგავი ფოლადის მილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ცენტრალური საშემკეთებლო სამსახურისა და ქიმიური საამქროს საწყობის საჭიროებისთვის უჟანგავი ფოლადის მილების შესყიდვაზე #05/06-GIEC-TPP/Stainless-23.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ცენტრალური საშემკეთებლო სამსახურისა და ქიმიური საამქროს საწყობის საჭიროებისთვის უჟანგავი ფოლადის მილების შესყიდვა (იხილეთ ფასების ცხრილი)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის ანალოგიური საქმიანობის გამოცდილების დადასტურება მსგავსი საქონლის მიწოდების თაობაზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ცენტრალური საშემკეთებლო სამსახურისა და ქიმიური საამქროს საწყობის საჭიროებისთვის შესასყიდი უჟანგავი ფილადის მილების ფასების ცხრილი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N1).
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „უჟანგავი ფოლადის მილები“ და ნომერი - #05/06-GIEC-TPP/Stainless-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 20 ივნისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები