ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17637 - ტენდერი თბილისის N6 და N7 მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაციისთვის ფოლადის მილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება:

  • შემოთავაზებულ მილებს აუცილებლად უნდა ქონდეს გარე და შიდა იზოლაცია
  •  შემოთვაზებული შიდა იზოლაცია უნდა იყოს ერთერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი:
     -  Liquid applied epoxy;
     -  Fusion Bonded Epoxies;
     -  Polyurethane;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია რომელიც დაადასტურებს შემდეგ ინფორმაციას:
    -  პროდუქციის წარმოების შესაბამისობა სტანდარტებთან
     - ნედლეულის შესაბამისობა სტანდარტებთან
     - მასალის, იზოლაციის ხარისხი და მისი შესაბამისობა სასმელი წყლისთვის დადგენილ სტანდარტებთან
    -  კედლის სისქე
    -  ყოველი მილის სიგრძე
    -  შედუღების ტესტირება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით -  წნევის ტესტირება (მოთხოვნილთნ შესაბამისობა)
    -  შემოთავაზებული მილების წნევები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილს პოზიციების მიხედვით
    -  ტრანსპორტირებამდე ყველა საჭირო დოკუმენტაციის წინასწარი გადამოწმება
     - პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია
  • 20% ავანსი გაიცემა საბანკო გარანტიის საფუძველზე (საბანკო გარანტია უნდა იყოს გაცემული საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ სამუშაოების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
  • მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს GWP-ის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების დრაფტის მიხედვით
  • ტრანსპორტირება EX-work ან თბილისი

რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართი N1-ში.

შენიშვნა:

  • დანართი N1-ში - მოწოდებული ფოლადის მილების ზომები არის გარე დიამეტრები
  • რაოდენობა შეგიძლიათ დაამრგვალოთ თითოეული პოზიციისთვის ოღონდ არა მეტობით.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი:
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ის საწყობი, ფექირების N14, წყალსადენის N7, ლილოს საწყობი, ნატახტრის საწყობი

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.

 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს
  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.
  • მასალაზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის სერტიფიკატები იმ ქყვეყნის შესაბამისი სადაც მოხდება მასალის წარმოება (ANSI,ASME,ASTM,API, MSS ,ISO,EN,DIN,UNI, BS, ГОСТ, GB, TSEN), თუმცა EN სტანდარტი სავალდებულოა ქონდეს პროდუქციას.
  • წინადადების ვადა 60 დღე

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  •  თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისის 18:00 -მდე.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 16 ივნისი, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები

დოკუმენტაცია

Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG
Annex 2 GWP Supplier ABC Clause CEC UNGlobal Compact - ENG Annex 2 GWP Supplier ABC Clause CEC UNGlobal Compact - ENG
Annex N1 - BOQ Annex N1 - BOQ
GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP
GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
Tender Documentation Steel pipes Tender Documentation Steel pipes
დანართი N1 დანართი N1
სატენდერო დოკუმენტი სატენდერო დოკუმენტი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა