14 ივნისი 2023, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T17651- ტენდერი უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს უწყვეტი კვების წყარო UPS-ის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი | რაოდენობა |
უწყვეტი კვების წყაროს UPS | 1000 |
მახასიათებლები:
კორპუსის ტიპი | Tower |
კორპუსი | Plastic case |
მაქსიმალური სიმძლავრე | 1000VA |
აქტიური სიმძლავრე | 720W |
შემავალი ძაბვა | 162-295Vac |
შემავალი სიხშირე | 50 / 60 Hz |
გამომავალი ძაბვა | 220/230/240Vac |
აკუმლატორების ტევადობა და რაოდენობა | 12V 7Ah*2 |
გენერატორთან თავსებადობა | დიახ |
ავტომატური ჩართვა ძაბვის აღდგენის დროს | დიახ |
LED & LCD | LED |
სოკეტების რაოდენობა | მინიმუმ 3 |
სოკეტების ტიპი | შტეფსელის ტიპის |
ზომა | არა უმეტეს 125 x 320 x 225 |
გარანტია | 1 წელი |
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 4 ეტაპად - 2023 წელში:
- ივლისი - 250 ცალი
- აგვისტო - 250 ცალი
- სექტემბერი - 250 ცალი
- ოქტომბერი - 250 ცალი
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს პროდუქტის მოწოდება, მოთხოვნის შესაბამისად დასაწყობება.
მოწოდების მისამართი:
- ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
ანაზღაურება:
- თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია - ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 14 ივნისი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტელ: +995 599 27 87 97
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები