ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2023, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17659 - ტენდერი სმარტფონებისა და პლანშეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „რუსთავის წყალი“ (RWC) შემდგომში ერთობლივად და ცალ-ცალკე მოხსენიებული როგორც „შემსყიდველი“ აცხადებენ გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს სმარტფონებისა და პლანშეტების შესყიდვასთან დაკავშირებით და და იწვევენ კვალიფიციურ კომპანიებს, შემდგომში მოხსენიებული როგორც „პრეტენდენტი“ მონაწილეობის მისაღებად.

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • შესყიდვის ობიეექტის აღწერა, ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობები იხილეთ დანართში N1. 

1.3 განფასება 

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება 1.2 პუნქტში მოცემული სპეციფიკაციის შესაბამისად. ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

1.4 საქონლის მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა

  • საქონლის მოწოდების ადგილი - ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 

საქონლის მოწოდების ვადა:

  • სმარტფონებზე და მის აქსესუარებზე ერთიანად უმოკლეს ვადაში 
  • პლანშეტებზე და მის აქსესუარებზე ერთიანად ან ეტაპობრივად 1 (ერთი) თვის ვადაში 

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ. 

1.6 ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • შევსებული დანართი N 1, რომელიც უნდა მოიცავდეს საქონლის ერთეულის ფასს დღგ-სა და მიწოდების ჩათვლით, მიწოდებისა და საგარანტიო ვადებს, წარმოშობის ქვეყანას და პროდუქტის ზუსტ სპეციფიკაციას (Part Number)-ის ჩათვლით.
  • პლანშეტების ქეისებისათვის ტექნიკური პასპორტი ან დეტალური სპეციფიკაცია და ფოტო;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8.1 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ან დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისმხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 15 ივნისი, 16:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: დავით ყანჩელი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: dkancheli@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1451); მობ: +995 555 24 20 90

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა