ჩაბარების ვადა:
16 ივნისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17667 - ტენდერი სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა/მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა/მოწოდებაზე.
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- ფაილი N1: სამეურნეო ნივთების ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
- ფაილი N2: პროდუქციის მიწოდების მისამართები;
ტენდერის პირობები
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით: დამატებით ექსელის ცხრილში (ორ sheet-ზე) მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით და რაოდენობებით, სადაც უნდა მოხდეს ფასების და თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის მითითება (იხ. თანდართული ფაილი N1);
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- პროდუქციის მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან მაქსიმუმ 7 დღეში;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
დამატებითი მოთხოვნები
- მაღაზიებისთვის მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს დახარისხებული ფილიალების მიხედვით დალუქულ/შეფუთულ მდომარეობაში (აუცილებელია, რომ ყოველ შეფუთვას ეწეროს მაღაზიის დასახელება);
- მოწოდებული შეკვეთების რაოდენობების უზუსტობის შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა დააკორექტიროს შესაბამისი ზედნადები;
დამატებითი ინფორმაცია:
- შეკვეთა ხდება ყოველთვიურად თვის 5 დან 10 რიცხვამდე;
- მაღაზიების რაოდენობა 411, საწყობი 3, ოფისი 2;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია