ჩაბარების ვადა:

27 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17761 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), შპს „რუსთავის წყალი“ (RWC), (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის მიზანია შეირჩეს სატრანსპორტო კომპანია რომელიც განახორციელებს თურქეთის რესპუბლიკიდან კერძოდ ქალაქ სტამბულიდან ტვირთების ტრანსპორტირებას ქალაქ თბილისის და ქალაქ რუსთავის მიმართულებით. ტვირთების კატეგორია მოიცავს: წყლის, წყალარინების მილებს და ფასონურ მასალებს (ფიტინგებს). მასალების დატვირთვა მოხდება სტამბულის რაიონ: Büyükçekmece, İstanbul, Turkey და Tekin Boru Sanayi Karakese Mah. Kurudere Cad. No:400 Dörtyol/Hatay/Turkey".

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მოწოდების ზუსტი გრაფიკი გაწერილი იქნება წინასწარ
  • პირველი მოწოდება დაიწყება 2023 წლის 1 აგვისტოდან
  • სვარაუდო სრული ტრაილერების რაოდენობა იქნება 15 - დან 20 მდე კვირაში(ზუსტი მოცულობა დადგინდება გრაფიკის გაწერისას
  • მოცემულია მოწოდების 5 მისამართი და შეირჩევა ოპტიმალური შემოათავაზება
  • მომწოდებელმა უნდა შემოგვათავაზოს ყველაზე ოპტიმალური ტრანსპორტირების საშუალება: მანქანა, სარკინიგზო, გემი, კომბინირებული.

 განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი წესების გათვალისწინებით;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გამოიყენოს ე.წ „ტენტით“ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები (ტრაილერები);
  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანსა და/ან ზარალზე, რომელიც მიადგება შემსყიდველის მასალას ტრანსპორტირებისას;
  • ამასთან, ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიას მოეთხოვება უშუალო კომუნიკაცია ქარხანასთან, დატვირთვის დღისა და დროს შეთანხმება შესაბამის საკონტაქტო პირთან.
  • გაწერილი გრაფიკით მოწოდება მკაცრად სავალდებულოა
  • შესაძლოა განხილვა ალტერნატიული ტრანსპორტირების მაგრამ აუცილებლად უნდა ერგებოდეს მოწოდების გრაფიკს
  • შემოთავაზებაში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი დაზღვევის საფასური

1.3 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N2-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.
  • წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი. გთხოვთ დააფიქსიროთ 1 (ერთი) ტრანსპორტირების საფასური.
  • ფასი ფიქსირებული უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში

1.4 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევისგამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორების ტვირთის დაცლიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ კი მომსახურების ტარიფი იქნება დოლარში, ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსით.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.4 პუნქტის შესაბამისად;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო დოკუმენტაცია, (აღნიშნული დოკუმენტი);

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან სატრანსპორტო კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.7 ხელშეკრულების გაფორმება

  • გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP), შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე სატრანსპორტო კომპანიასთან.

1.8 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი სატრანსპორტო კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 ივნისის, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, #10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 595 226 694

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, #10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დოკუმენტაცია

Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG Annex 1 GWP General Terms and Conditions - ENG
Annex 2 GWP Supplier ABC Clause CEC UNGlobal Compact - ENG Annex 2 GWP Supplier ABC Clause CEC UNGlobal Compact - ENG
GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP GWP Sales and Purchase Agreement No - draft for DAP-DAT-CIP-CIF-CPT-DDP
GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
Tender Documentation - Transport Services Tender Documentation - Transport Services
სატენდერო დოკუმენტაცია-სატრანსპორტო მომსახურება სატენდერო დოკუმენტაცია-სატრანსპორტო მომსახურება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
Annex N2 Annex N2
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა