ჩაბარების ვადა:

27 ივნისი 2023, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T17762 - ტენდერი სამთო-საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის კვლევისა და დაპროექტების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენსსაერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოსმასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებსპროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლისგანვითარების მიმართულებით.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით პროექტის „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომების გამოყენებით“ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს შემდეგ ლოტზე:

  • სამთო-საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის კვლევისა და დაპროექტების მომსახურება

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • სამუშაოების / მომსახურების ხარისხი
  • სამუშაოების / მომსახურების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ სამუშაოზე / მომსახურებაზე.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27.06.2023, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება