ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2023, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T17805 - ტენდერი ქ. რუსთავში, რამოდენიმე ქუჩაზე ურდულების კვანძების მოწყობის (2 ლოტი) სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/ნ 216323351), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ. რუსთავში, რამოდენიმე ქუჩაზე ურდულების კვანძების მოწყობის (2 ლოტი) სამუშაოების შესყიდვაზე.

კონკურსი ტარდება 6 ლოტად შემდეგ პროექტებზე:

  • კონსტუტიციის და ასლანიკაშვილის ქ-ზე დ300 ურდულის კვანძის მოწყობა.
  • რუსთაველის და ასლანიკაშვილის ქ-ზე დ300 ურდულის კვანძის მოწყობა.
  • ქაშაკაშვილის და ბათუმის ქ.-ის კვეთაზე d=100 მმ ურდულის კვანძის მოწყობა.
  • რუსთაველის და ბათუმის ქ-ის კვეთაზე დ.150 მმ ურდულის კვანძის მოწყობა.
  • ლევან იოსებიძის ქ.ზე დ150 მმ ურდულის კვანძის მოწყობა.
  • ბოსტანქალაქის და დუმბაძის კვეთა ზე d=100 მმ ურდულის კვანძის მოწყობა.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ქ. რუსთავში, რამოდენიმე ქუჩაზე ურდულების კვანძების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული პროექტის შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან:
  • პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა,
  • ფოლადის მასალა - ქ. რუსთავი, წმ. ნინოს ქ. N5 (მარის არხის დასახლების მიმდებარე ტერიტორია);ფოლადის მილები - ქ. რუსთავი, წმ. ნინოს ქ. N5 (მარის არხის დასახლების მიმდებარე ტერიტორია).
  • მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;

1.3 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს ქ. რუსთავში;
  • სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულ „შეჯამების“ ფაილში;

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

 ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვები ტენდერზე თანდართული ფორმით;

შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერიაკონტრაქტორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი;

  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკი (ტენდერზე თანდართული ნიმუშის მიხედვით);
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.8 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2023 წლის 20 ივნისი, 15:00 საათი
წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე
:  www.tenders.ge

 შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  •  პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.9  ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.10  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 20 ივნისი, 15:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;  

საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
თეიმურაზ ჯანელიძე, მობ: +995 591 405 840,
ელ.ფოსტა: tjanelidze@gwp.ge 

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge  
ტელ.: +995 322 931111 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge  
ტელ.: +995 322 931111 (1145); 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ბოსტანქალაქის და დუმბაძის კვეთაზე d=100 მმ ურდულის მოწყობა ბოსტანქალაქის და დუმბაძის კვეთაზე d=100 მმ ურდულის მოწყობა
კონსტუტიციის და ასლანიკაშვილის ქ დ300 ურდულის მოწყობა კონსტუტიციის და ასლანიკაშვილის ქ დ300 ურდულის მოწყობა
ლევან იოსებიძის ქ ზე დ150 მმ ურდულის მოწყობა ლევან იოსებიძის ქ ზე დ150 მმ ურდულის მოწყობა
რუსთაველის და ასლანიკაშვილის ქ დ300 ურდულის მოწყობა რუსთაველის და ასლანიკაშვილის ქ დ300 ურდულის მოწყობა
რუსთაველის და ბათუმის ქ კვეთაზე დ 150 მმ ურდულის მოწყობა რუსთაველის და ბათუმის ქ კვეთაზე დ 150 მმ ურდულის მოწყობა
სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
სატენდერო დრაფტ ფაილები სატენდერო დრაფტ ფაილები
ქაშაკაშვილის და ბათუმის ქ კვეთაზე d=100 მმ ურდულის მოწყობა ქაშაკაშვილის და ბათუმის ქ კვეთაზე d=100 მმ ურდულის მოწყობა
შეჯამება მოთხოვნილი პირობები შეჯამება მოთხოვნილი პირობები
ხელშეკრულება ხელშეკრულება
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა