ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17846 - ტენდერი მცირეფორმატიან ბეჭდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, ტენდერზე წინადადებების მიღების ვადა: 07 ივლისი 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს მცირეფორმატიანი ბეჭდვის ტენდერს.

ტენდერში  მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ  რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:

საკონტაქტო პირი:
შესყიდვების მიმართულებით
თეონა ფიცხელაური
ელ.ფოსტა:Tpitskhelauri@bog.ge
ტელ: +995 577 52 42 35

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემულირეკომენდაცია (500 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში)
  • სრულად შევსებული Excel -ის ფაილი;

 პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ, მოთხოვნის შემთხვევაში, 3 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ნიმუშები
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პროდუქციის მიწოდება: შეკვეთების მიწოდებას უზრუნველჰყოფს კონტრაქტორი, ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე.
  • მიწოდების ვადა: დანართ N1-ში მოცემული ვადების შესაბამისად.
  • არასტანდარტული საკანცელარიო პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ბანკს წინასწარ შეთანხმებული ფასით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5 წლიანიგამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტიარ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის საქონლის სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.
  • შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 70% ; გამოცდილება 30%;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ხელშეკრულება გაფორმდება 2 წლის ვადით.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი. წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციისმიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლადშეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობისმოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისდასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/დაუბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვისადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებებისდადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზედა იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები