ჩაბარების ვადა:
30 ივნისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17884 - ტენდერი ოზურგეთის რაიონში, სოფელი გომის ტერიტორიაზე, ბჟუჟა ჰესის კაშხლის შეკეთების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ოზურგეთის რაიონში, სოფელი გომის ტერიტორიაზე, ბჟუჟა ჰესის კაშხლის შეკეთების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. #21/06-GIEC-Hydro/Bjuja-23
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა; (დანართი N2)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი გომი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბჟუჟა ჰესის კაშხლის ნახაზები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N3).
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ბჟუჟა ჰესის კაშხლის შეკეთების სარემონტო სამუშაოები“ და ნომერი - #21/06-GIEC-Hydro/Bjuja-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 30 ივნისი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები