ჩაბარების ვადა:
28 ივნისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17898 - ტენდერი სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე:
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი.
- ანაზღაურების პირობა და ვადები;
- მოწოდების პირობები და ვადები;
- საგარანტიო ვადები;
- ტექნიკური მახასითებლების შესახებ დოკუმენტაცია (მათ შორის ტესტირების სერტიფიკატი)
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების რაოდენობა, ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მისამართზე: ქ. თბილისი. ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12, შენობის მე-2 სართული. სამედიცინო საწყობი.
შესასყიდი ობიექტებია:
დასახელება | რაოდენობა | აუცილებელი მახასიათებელი |
პაციენტის დაკვირვების ობიექტი | 9 | T; P; T/A არაინვაზიური, RR, SPO2, CO2 და ინვაზიური მონიტორინგი |
ინტრაკრანიალური წნევის მონიტორი
|
1 |
ინტრაკრანიალური წნევის მონიტორინგი
|
ინფუზომატი (პარენტერალური იფუზიისთვის)
|
25 |
აკუმულატორით მუშაობის შესაძლებლობით, მინიმალური ინფუზიის სიჩქარე 0.1მლ/სთ
|
დეფიბრილატორი
|
6 |
შიდა აკუმულატორის მუშაობის შესაძლებლობით, ბიფაზური. განმუხტვის სიმძლავრის ზედა ზღვარი არანაკლებ 360 ჯოული - სტანდარტული ელექტროდებით დეფიბრილაციისთვის (მოზრდილთა/პედიატრიული სერვისის შესაბამისად) არაინვაზიური პეისინგით და მისი შესაბამისი ელექტროდების კომპლექტით.
|
ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი
|
25 |
ადვილად დამუშავებადი ზედაპირი
|
ლარინგოსკოპი და ენდოტრაქიალური მილები
|
7 | სეტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს 1,2,3,4 ზომებს |
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასების შესაბამისად;
- მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
- დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვს სამედიცინო აპარატურის შესახებ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია (რეგისტრაციის მოწმობა, ხარისხის სარტიფიკატი და სხვა);
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 28 ინვისი 18:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge. სათაურის ველში მიეთითება ტენდერის ნომერი.
- შენიშვნა: ტენდერი არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს, შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები