ჩაბარების ვადა:
29 ივნისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17903 - ტენდერი PD & LGD კომპონენტის სიზუსტის რისკის შეფასების მოდელის შემუშავებაზე
ტენდერი აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს PD & LGD კომპონენტის სიზუსტის რისკის შეფასების მოდელის შემუშავებაზე, ქვემოთ წარმოდგენილი სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად:
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- შემსრულებლის მიერ დადგინდეს AutoLombard და Payroll ჰომოგენურ ჯგუფებზე (შემდგომში - ჰომოგენური ჯგუფები) ცდომილების მიზეზები, გაანალიზდეს და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს, ასევე, მოხდეს LGD პარამეტრის გადათვლა/ტესტირება;
- შემსრულებლის მიერ დადგინდეს Micro Loan/CMB Loan <300K ჰომოგენურ ჯგუფებზე ცდომილების მიზეზები, გაანალიზდეს და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს, ასევე, მოხდეს LGD პარამეტრის გადათვლა/ტესტირება;
- შემსრულებლის მიერ დადგინდეს Overdrafts და Credit Cards ჰომოგენურ ჯგუფებზე ცდომილების მიზეზები, გაანალიზდეს და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს, ასევე, მოხდეს LGD პარამეტრის გადათვლა/ტესტირება;
- შემსრულებლის მიერ დადგინდეს Mortgage და Installment ჰომოგენურ ჯგუფებზე ცდომილების მიზეზები, გაანალიზდეს და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს, ასევე, მოხდეს LGD პარამეტრის გადათვლა/ტესტირება;
- შემსრულებლის მიერ დადგინდეს საპენსიო სესხების ჰომოგენურ ჯგუფებზე ცდომილების მიზეზები, გაანალიზდეს და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს, ასევე, მოხდეს LGD პარამეტრის გადათვლა/ტესტირება;
- თითოეული ჰომოგენური ჯგუფის ჭრილში ბანკის არსებული მეთოდოლოგიით დათვლილ RECOVERY RATE -სა და შემსრულებლის მიერ გადათვლილ ანალოგიურ მაჩვენებელს შორის გამოვლენილი ცდომილება აღემატება 2%-ს, მაშინ შემსრულებლის მხრიდან თითოეული ეტაპის დასრულებისას უნდა მოხდეს ამ ცდომილების წერილობითი ფორმით ახსნა-განმარტება სასესხოს ხელშეკრულებების დონეზე.
ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 ივნისი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება (დანართი #1-ხელშეკრულების შაბლონი);
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები