ჩაბარების ვადა:
29 ივნისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17914 - ტენდერი სს „,ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალების ფასადების და სარეკლამო აბრების დასუფთავების მომსახურების ყოველთვიურად შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს: სს „,ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალების ფასადების და სარეკლამო აბრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე ყოველთვიურად, თანდართული ფაილების (დანართი #1 და დანართი #2) შესაბამისად;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- სს „ლიბერთი ბანკის“ ობიექტებზე მომსახურების მიწოდება განხორციელდება დანართი #1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ობიექტების მისამართები მოცემულია დანართი #2-ში;
- მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება ხელშეკრულების შაბლონის (დანართი #3) შესაბამისად. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 ივნისი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
დამატებითი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის:
- მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ ასევე დაუგეგმავ ვიზიტებს ობიექტებზე ხარისხის კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
- გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას.
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
დოკუმენტაცია
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #2 ( მისამართები)
დანართი #2 ( მისამართები)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
სატენდერო განცხადება -ფასადების და აბრების დასუფთავება
სატენდერო განცხადება -ფასადების და აბრების დასუფთავება
ყველას ჩამოტვირთვა