ჩაბარების ვადა:

29 ივნისი 2023, 12:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T17924 - ტენდერი ელ.ძრავების ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002 და შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/კ 21632351) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადენს კონსოლიდირებულ ელექტრონულ ტენდერს - ელ.ძრავების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით.

განსკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ელ.ძრავების შეკეთება დანართი #1-ში მითითებული მომსახურებების საფუძველზე.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა და შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი მოცემულია თანდართული ფაილის სახით.

  • დანართი N1 – (მომსახურებების პრეისკურანტი).
  • დანართი N2 - ობიექტების ჩამონათვალი, მისამართი

შენიშვნა:

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს დანართ N1-ში ცვილილება-კორექტირება.

1.3 განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი.
  • შენიშვნა: პრეტენდერტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მთლიანი ლოტის განფასებ.

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულებბის გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება - დანართი N1-ის სახით, ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-სა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ექსელის ფორმატით ასევე, pdf ფორმატით;
  • კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც განახლებული უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა;

1.8 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერისპირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 29 ივნისი, 12:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mctrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 599 005 995

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა