ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T17931 - ტენდერი ლეპტოპების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ საქონელი საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან, თანდართულ ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად, დაწვრილებით ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de

შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 07.07.2023 23:59 საათი.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

შეთავაზება უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისგან:

  • საფასო შემოთავაზება, სადაც მითითებულია შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის დასახელება,მოდელი, ერთეულის და ჯამური ფასი.
  • შემოთავაზებული ტექნიკის ტექნიკური დოკუმენტაცია. (ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ).
  • შევსებული თვითდეკლარაცია (დანართი 3)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ შეთავაზებაში მუთითოთ ფასი განბაჟების გარეშე. 

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 91173417, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2 . GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: 

  • კომპანიის სახელწოდება 
  • საიდენტიფიკაციო ნომერი 
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) 
  • ტენდერის დასახელება : „Procurement of laptops” 
  • პროექტის ნომერი: 20.2275.4-007.00 
  • ტენდერის ნომერი: 91173417 
  • მიმღები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)
    წარმომადგენლობა, თბილისი, რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა
    გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა. 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს ასევე: 

  • შეკვეთის შესრულების ვადები 
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეფასება, რომელიც ადასტურებს ამჟამად მოქმედი ემბარგოს და სხვა სავაჭრო შეზღუდვებთან შესაბამისობას ნებისმიერი ხელშეკრულების დადებამდე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) იტოვებს უფლებას დაადგინოს შეთავაზებული საქონლის წარმომავლობა. აღნიშნული შეფასება ჩატარდება ემბარგოს და სხვა სავაჭრო შეზღუდვების დაცვის უზრუნველსაყოფად GIZ-ის სათანადო შემოწმების ფარგლებში. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირის სანქციებს რუსეთის, ბელარუსის, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის დაზარალებული ტერიტორიების წინააღმდეგ1 (პირველ რიგში, ევროკავშირის საბჭოს რეგულაციები No.: 833/2014 და 765/2006).

განაცხადის წარდგენისას პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას GIZ-ის წინაშე, რომ კონტრაქტის სავარაუდო გაფორმების შემთხვევაში, პრეტენდენტი მას საჭირო მხარდაჭერას აღმოუჩენს, რათა GIZ-მა უზრუნველყოს სანქციების რეჟიმის დაცვა - შესაბამისად, აღნიშნული გარანტია ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიცემა. კერძოდ, ეს მოიცავს ვალდებულებას, GIZ-ის მოთხოვნის შემთხვევაში, შეივსოს თვითდეკლარაცია შეთავაზებული საქონლის წარმოშობის დასადგენად და/ან მიეწოდოს GIZ-ს ასეთი საქონლის წარმოშობის საჭირო მტკიცებულება. თუ პრეტენდენტი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებებს ან ვერ შეასრულებს ამას გონივრულ ვადაში, მისი განაცხადი შეიძლება არ იქნას მიღებული.

ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ შეთავაზებული საქონლის წარმოშობის შეფასების დასრულების შემდეგ. თუ აღნიშნული შემოწმება იძლევა შეშფოთების საფუძველს ან გამოავლენს ფაქტებს, რომლებიც ხელს უშლის ხელშეკრულების დადებას, GIZ დაუყოვნებლივ აცნობებს პრეტენდენტი. მსგავს შემთხვევებში GIZ ასევე იტოვებს უფლებას სატენდერო პროცედურებში მომდევნო ადგილზე გასულ პრეტენდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება.

სხვა პირობები: 

  • მოწოდების დრო: გთხოვთ მიუთითო მოწოდების შესაძლო უმოკლესი ვადა 
  • შემოთავაზბის მოქმედების ვადა: არანაკლებ 14 დღე 
  • საქონლის მიწოდების ადგილი: 
  • ანაზღაურება: საქონლისა და ორიგინალი ინვოისის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 
  • გარანტია: 3 წელი 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 14.07.2023-თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.

თქვენი შეთავაზების წარდგენით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და მიიღეთ შესყიდვის ზოგადი პირობები (დანართი 2), რომელიც შემდგომში შერჩეულ კანდიდატთან გაფომებული ხელშეკრულების შემადგანელ ნაწილს წარმოადგენს.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები