ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17934 - ტენდერი ოფისების,საწყობი/საამქრო და სხვა ობიექტების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ ჯგუფი (ს/კ 204 542 003) აცხადებს ტენდერს ოფისებისა, საწყობი/საამქრო და სხვა ობიექტების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დასუფთავების მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • დამკვეთი კომპანია უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები;

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში განსაზღვრულ ყველა პირობას.ტენდერში მონაწილეობისმ 

მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი 1) ექსელის ფორმატში;
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) ვორდის ფორმატში;
  • საწმენდი საშუალებების ჩამონათვალი (დანართი 3) ექსელის ფორმატში;
  • საწმენდი დანადგარების (ტექნიკის) ჩამონათვალი (დანართი 4) ექსელის ფორმატში;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დანართები N: 1, 2 ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი PDF- ფორმატში, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული.

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ დამატებით წარმოადგინოს იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ერთი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

დამატებითი ინფორმაცია:

ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია/ მომწოდებელი ვალდებულია:

  • შეასრულოს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში მითითებული ობიექტების დასუფთავების სამუშაოები;
  • გაეცნოს დამკვეთი კომპანიის მიერ დანართი № 5 -ში  შექმნილ გენერალური დასუფთავების სტანდარტებს;
  • დამკვეთი კომპანიისთვის მომსახურების გამწევი თანამშრომლების (დამლაგებლები, დიასახლისები, მენეჯერები) სია წინასწარ შეათანხმოს კომპანიის მენეჯმენტთან;
  • დამკვეთი კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომსახურების გამწევი თანამშრომლების (დამლაგებლები, დიასახლისები, მენეჯერები) შეცვლა;
  • დამკევთი კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომსახურების გამწევი თანამშრომლების პირადი ინფორმაციის გადაცემა;
  • მოახდინოს მომსახურების გამწევი თანამშრომლების როტაცია დამკვეთ კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული განრიგის შესაბამისად;
  • ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა ხელი მოაწეროს შეთანხმებას ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ. ამასთან მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული შეთანხმების გაცნობა მომსახურების გამწევი თანამშრომლებისათვის და მათ მიერ აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა;
  • წარუდგინოს და შეუთანხმოს დამკვეთ კომპანიას გენერალური დასუფთავების ჯგუფების რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით;
  • წარუდგინოს და შეუთანხმოს დამკვეთ კომპანიას ყოველდღიური დასუფთავებისთვის საჭირო, საწმენდი დანადგარების (ტექნიკის) ჩამონათვალი და რაოდენობა ;
  • მომსახურების გამწევი თანამშრომლები (დამლაგებლები) აღჭურვოს მომსახურების გაწევისთვის საჭირო რაოდენობის დასუფთავების საშუალებებითა და ინვენტარით;
  • უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საერთაშორისო სტანდარტით მოთხოვნილი MSDS-ის მქონე ქიმიური საწმენდი საშუალებებით. წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და დაუტოვოს ასლები დამკვეთ კომპანიას;
  • უზრუნველყოს მომსახურების გაწევის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების უტილიზაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად; აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეტენდენტმა წარადგინოს ამ სტანდარტის გათვალისწინებით თავიანთი დეტალური მეთოდოლოგია;
  • დამკვეთი კომპანიის თითოეული ობიექტი აღჭურვოს ჰიგიენური საშუალებების განთავსებისათვის აუცილებელი დისპენსერებით, დაზიანებული დისპენსერის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ახლით, ულიმიტოდ;
  • მომსახურების გაწევისას გამოიყენოს მხოლოდ დამკვეთ კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული ჰიგიენური საშუალებები (ქაღალდის ხელსახოცები, საპირფარეშოს ქაღალდი, თხევადი საპონი, აეროზოლი, ჭურჭლის ღრუბელი, ჭურჭლის სარეცხი სითხე, მაგიდის ტილო და ნაგვის პარკები),  დასუფთავების საშუალებები და ინვენტარი.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში (წყლის მილის დაზიანების შედეგადოფისების დატბორვა, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შემთხვევები, დაუგეგმავი დამატებითი ფართის დალაგება და ა.შ.) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დამლაგებლების დამატებითი ჯგუფის მეშვეობით;
  • ახალი ობიექტების, უკვე არსებულ ობიექტებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესში და აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ, დამკვეთი კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს აღნიშნული ობიექტების, დასუფთავება, მომსახურების საფასურის დამატებით განისაზღვრება დანართი N 1-ით;
  • ახალი და სხვა ნებისმიერი ობიექტის დამატების შემთხვევაში, მომსახურების საფასური გაიზრდება მსგავსი ობიექტის ტიპისათვის დალაგებისათვის განსაზღვრული ფასის ოდენობით;
  • განსაზღვრული ნებისმიერი ობიექტის დახურვის შემთხვევაში მომსახურების საფასური შემცირდება აღნიშნული ობიექტის ტიპის დალაგებისათვის განსაზღვრული ფასის ოდენობით;
  • მომსახურების გამწევი თანამშრომლების მიერ დამკვეთი კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებისადმი უდიერად მოპყრობისა , დაკარგვისა ან/და ქონების დაზიანების ფაქტის თითოეული გამოვლენის შემთხვევაში, დამკვეთი კომპანია უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ზიანის ანაზღაურება.
  • მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ზედამხედველი მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომსახურების ხარისხის მონიტორინგზე, გამოიკვლევს და გაითვალისწინებს დამკვეთი კომპანიის წარმომადგენლების აზრს.
  • მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების დაწყებიდან, ერთი თვის განმავლობაში დამკვეთ კომპანიას მიაწოდოს თითოეული ობიექტისთვის შედგენილი კვირეული, თვიური, კვარტალური და წლიური დასუფთავების ცხრილები.
  • მომწოდებელი ვალდებულია ახალი ობიექტის დამატების შემთხვევაში, დამკვეთ კომპანიის  წინასწარი შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს ობიექტის სრულად ომსახურებისათვის საჭირო დამატებითი პერსონალით არაუგვიანეს 2 კვირისა.
  • მომწოდებელი ვალდებულია არსებულ ობიექტებზე დამატებითი მოთხოვნის  შესაბამისადარაუგვიანეს 1 დღისა დააკმაყოფილოს პერსონალის დამატების საჭიროება.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 07 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;

საკონტაქტო პირი:  
მარიამ ტაბატაძე
ტელ: 577 331197
mtabatadze@gc.ge

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: 599 278797
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა