ჩაბარების ვადა:
        
    4 ივლისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17988 - ტენდერი უსაფრთხოების ლუქების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 4 ივლისი 2023 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს უსაფრთხოების ლუქების შესყიდვაზე, ფასების ცხრილის (დანართი #1), ფოტო 1, ფოტო 2, ის შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
 - საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
 
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს„ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართი.
 
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
 
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
 - 
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
 
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 04 ივლისი, 17:00 საათი;
 - პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე:tendercommittee@lb.ge; ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
 - სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200;
 
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი.
 
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები