ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17991 - მარშალ გელოვანის მეორე და მესამე ფაზის, ჭყონდიდელის და მირცხულავას საცხოვრებელი კორპუსებისთვის სამზარეულოს ავეჯის დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, დამატებულია 3 დოკუმენტი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ემკვადრატი პარკი“ (ს/კ 405116716) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მარშალ გელოვანის მეორე და მესამე ფაზის, ჭყონდიდელის და მირცხულავას საცხოვრებელი კორპუსებისთვის სამზარეულოს ავეჯის დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:
სამზარეულოს ავეჯის დამზადებისა და მონტაჟის შესყიდვა ქვემოთ მოცემული ობიექტებისთვის:

  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მეორე ფაზის მე-5 და მე-6 ბლოკები;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-7-8-9-10 ბლოკები;
  • ჭყონდიდელის N22,  მე-7-8-10 ბლოკები;
  • მირცხულავას 9/11, მე-5-6-7-8 ბლოკები.

შენიშვნა:

  • გელოვანის მეორე ფაზისთვის განკუთვნილი სამზარეულობის შესყიდვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან განხორციელდება შპს ემკვადრატის პარკის მხრიდან;
  • მესამე ფაზისთვის განკუთვნილი (7-8-9 ბლოკები) სამზარეულობის შესყიდვა განხორციელდება შპს ემკვადრატის პარკი 3-ის მხრიდან;
  • მესამე ფაზისთვის განკუთვნილი (მე-10 ბლოკის) სამზარეულობის შესყიდვა განხორციელდება შპს ემკვადრატის პარკი X-ის მხრიდან;
  • ხოლო ჭყონდიდელის და მირცხულავას ობიექტისთვის განკუთვნილი სამზარეულობის შესყიდვა განხორციელდება შპს ოპტიმას მხრიდან.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

M2-ის მიერ შემუშავებული 5 ტიპის რემონტის (ულუმბო, დარიჩინი, ვანილი, ჯინჯერი, მუსკატი) შესაბამისად სამზარეულოების დამზადება და მონტაჟი ქვემოთ მოცემული საცხოვრებელი კორპუსებისთვის:

  • მარშალ გელოვანზე მდებარე მე-5 ბლოკისთვის 194 ერთეული სამზარეულო;
  • მარშალ გელოვანზე მდებარე მე-6 ბლოკისთვის 156 ერთეული სამზარეულო;
  • მარშალ გელოვანზე მდებარე მე-7 ბლოკისთვის 10 ერთეული სამზარეულო;
  • მარშალ გელოვანზე მდებარე მე-8 ბლოკისთვის 3 ერთეული სამზარეულო;
  • მარშალ გელოვანზე მდებარე მე-9 ბლოკისთვის 19 ერთეული სამზარეულო;
  • მარშალ გელოვანზე მდებარე მე-10 ბლოკისთვის 6 ერთეული სამზარეულო;
  • ჭყონდიდელზე მდებარე მე-7-8-10 ბლოკებისთვის 3 ერთეული სამზარეულო;
  • მირცხულავაზე მდებარე მე-5-6-7-8 ბლოკებისთვის 9 ერთეული სამზარეულო.
  • დეტალურად არის შემუშავებული, როგორც დიზაინები, ასევე სამზარეულოს კონფიგურაციები,რომელიც ხელმოწერილი NDA-ის საფუძველზე გაზიარდება (NDA-ის ფორმა თანდართულია სატენდერო დოკუმენტაციაზე);
  • სამზარეულო უნდა იყოს სრული კომპლექტაციით, მათ შორის ცხელი და ცივი წყლის მილებით აღჭურვილი (მაღალი ხარისხის). კარგის ხარისხის ვინტილითა და ასევე, მყარი დაერთების სიფონით.
  • გარდა ამისა, სამზარეულოს მონტაჟის შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება, კედელსა და ავეჯს შორის დარჩენილი მცირე ღიობის შესავსები მასალა, რომელიც ასევე უნდა იყოს იმ მასალისა და ფერის შესაბამისი, რისგანაც იქნება კონკრეტული სამზარეულო დამზადებული, ღიობების რაოდენობები და ზომები, შეგიძლიათ იხილოთ ტექნიკურ ფაილებში;
  • გასათვალისწინებელია, რომ ემკვადრატის გარკვეული ობიექტები აშენებულია „Ytong”-ის გაზობლოკით შესაბამისად სამზარეულოების სამონტაჟო/დამაგრების პროცესი თანხვედრაში უნდა იყოს აღნიშნული გაზობლოკის სპეციფიკასთან;
  • შემოთავაზებაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვერ გამოიყენებთ ლიფტს და მხოლოდ პიონერის საშუალებით უნდა მოხდეს პროდუქციის სართულზე ატანა. პიონერს უზრუნველყოფს დამკვეთი, ხოლო მუშა ხელს შემსრულებელი.
  • სამზარეულოს მოთხოვნები დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი და შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს დამკვეთის მიერ მოცემული სპეციფიკაციის იდენტური სამზარეულოს დამზადებისა და მონტაჟის ღირებულებას, ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს წინასწარ ცნობილი და შეთანხმებული დამკვეთთან.

ტენდერი წარიმართება II ეტაპად: 

  • I ეტაპი - დეტალური განფასების/კომერციული წინადადების და შესრულების გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.
  • II ეტაპი - წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე შერჩეულ კომპანიებს მიეცემათ 2 კვირა სამზარეულოს 1 ნიმუშის დასამზადებლად, სამზარეულოს კონკრეტული დიზაინისა და კონფიგურაციის შესახებ მონაწილეს აცნობებს დამკვეთი. სამზარეულო უნდა დამზადდეს და წარედგინოს დამკვეთს ყველა ფურნიტურით, წერეთლის 118-ში, მ2-ის გალერეაში.

გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ ნიმუშის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასული პრეტენდენტების მიერ, რაზედაც დამკვეთის მხრიდან მეორე ეტაპზე გადასული პრეტენდენტები მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას და მხოლოდ აღნიშნული შეტყობინების შემდეგ შეძლებთ დაამზადოთ ნიმუში. ნიმუშის დასამზადებლად განსაზღვრული იქნება 2 კვირა. ნიმუში დამზადებული უნდა იყოს უსასყიდლოდ.

მასალები: 

  • RFP materials - სამზარეულოს ტიპების დეტალური აღწერა/ვიზუალები, სადაც უნდა გაითვალისწინოთ ყველა მოცემული დეტალი, გარდა ტექნიკის ნაწილისა;
  • ტექნიკური ფაილები ბლოკების მიხედვით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩაშლილად სამზარეულოს კონფიგურაციების მიხედვით სამზარეულოს ტიპები, ნახაზები და ღიობის შემავსებლის რაოდენობები;
  • გეგმა-გრაფიკი კორპუსების შესაბამისად;
  • ფასების ცხრილი;
  • დამატებითი ინფორმაციის ცხრილი

შენიშვნა:

  • წინადადებების წარმოდგენამდე მონაწილემ ადგილზე უნდა დაათვლიეროს სამზარეულოები, რომელის სანიმუშოდ არის დამზადებული მ2 -ის გალერეაში, ქ.თბილისი, წერეთლის 118

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს განფასება შემსყიდველის მიერ მომზადებული ფასების ცხრილის შესაბამისად;
  • ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს აშშ დოლარში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების და ყველა იმ ოპერაცია/მასალის რაც შეიძლება საჭირო გახდეს სამზარეულოს ავეჯის დამზადებისა და მონტაჟისათვის;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული „დამატებითი ინფორმაციის ცხრილი“;

ამასთან შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • წარმოებისა და მონტაჟის ვადებს და მონაწილის თანხმობას, რომ შეძლებს დააკმაყოფილოს დამკვეთის მოთხოვნები ვადებთან (იხილეთ გეგმა-გრაფიკის ცხრილი ექსელის ფორმატში) დაკავშირებით ;  
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგარანტიო და გადახდის პირობების შესახებ;
  • ასევე ინფორმაციას შესრულების გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე.

მომსახურების/სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • მე-2 და მე-3 ფაზებისთვის განკუთვნილი სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში, ხოლო მირცხულავას და ჭყონდიდელისთვის განკუთვნილი სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორცილდეს  ჭყონდიდელის N22-ში და მირცხულავას 9/11 ქვემოთ მოცემული და თანდართულ ცხრილში მითითებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მეორე ფაზის მე-5 ბლოკის სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივლისისა;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მეორე ფაზის მე-6 ბლოკის სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-7 ბლოკის სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრისა;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-8 ბლოკის სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1ლი იანვრისა ;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-9 ბლოკის სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრისა;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-10 ბლოკის სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1ელ მარტს ;
  • მირცხულავას მე-5 და მე-8 და ჭყონდიდელის მე-7, მე-8 და მე-10 ბლოკების სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტმბერს;
  • მირცხულავას მე-6 და მე-7 ბლოკების სამზარეულოების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 30 დეკემბერს;

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოზე საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს18  (თვრამეტი) თვე.
  • ავეჯსა და ფურნიტურაზე არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლიანი გარანტია.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • გარდა ამისა პორტფოლიო, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით.

 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, თუმცა გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

ხელშეკრულების  გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების მიხედვით სამონტაჟო სამუშაოების ვადის ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება, უსაფრთხოდ და უსასყიდლოდ შეუნახოს პროდუქცია დამკვეთს მისივე ფართში.

 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
             - გაკოტრების პროცესში;
             - ლიკვიდაციის პროცესში;
             - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 7 ივლისი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
სალომე ქოქიაშვილი
მობ: 579 91 22 33
ელ. ფოსტა: sqoqiashvili@m2.ge

საკონტაქტო პირი:
ლელა გაგუა
მობ: 598 26 50 64
ელ. ფოსტა: lgagua@m2.ge

შენიშვნა: თუ წინამდებარე მოწვევა გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით მონაწილე კომპანიასთან, მონაწილემ, მისი კონკურსში მონაწილეობის შესახებ თანხმობა და წინამდებარე დოკუმენტის გაცნობის დასტური უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 ივნისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა