8 აპრილი 2014, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT18 - სათესლე პომიდვრის შესყიდვა
ფონდი "სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფი" (ADG) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს სამართლიანობის, სუვერენიტეტისა და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით. ADG ახორციელებს UMCOR-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს "გაუმჯობესებული სოფლის მეურნეობის მეთოდები". ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ADG იწვევს ნებისმიერ რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ პირს.
საჭირო სათესლე პომიდვრის მახასიათებლები:
- რაოდენობა: 75 000 მარცვალი
- კლასი: პირველი კლასის F1 ჰიბრიდული ტიპის სათესლე მასალა
- რაიონებად დაყოფილი შიდა ქართლი
- ღია გრუნტის დეტერმინანტული ტიპის სათესლე
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- ტენდერში მონაწილის დასახელება
- იურიდიული მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია
- საგადასახადო კოდი
- საბანკო რეკვიზიტები
ტექნიკური ინფორმაცია:
- პროდუქტის დასახელება
- აღწერილობა (ფერი, ერთ ძირზე მოსავლიანობა, მწარმოებელი, დაავადებების მიმართ მდგრადობა)
- ფასი
- რაიონებად დაყოფილი (დასაბუთებული)
- შეფუთვა
- თუ შემოთავაზებული პროდუქცია დამუშავებულია თესლის დაცვის საშუალებებით, მოცემული უნდა იყოს გამოყენებული საშუალებების დასახელებები.
- საგარანტიო პირობები
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ხარისხის სერტიფიკატი
- წარმოშობის სერტიფიკატი ან ჰიბრიდის მოწმობა პატენტი
- ფიტოსანიტარული სერტიფიკატი
- მოწოდების პირობების მოწოდება-ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღისა
დამატებითი ინფორმაცია: პრეტენდენტს შეუძლია შემოგვთავაზოს 3 სხვადასხვა ჯიშამდე სათესლე პომიდორი.
ადგილობრივმა დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე, დალუქულ კონვერტში შეკვეთილი წერილით ფონდი "სოფლის მეურნეობის გნავითარების ჯგუფის" სახელზე, მისამართი: ქ. თბილისი 0179, პეტრიაშვილის ქ. 22, მე-2 სართული. კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს კომპანიის დასახელება და მითითებული, რომ დოკუმენტაცია განკუთვნილია გამოცხადებული ტენდერისთვის.
წინადადებების ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014 წლის 08 აპრილი, 15:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ განიხილება.
სატენდერო წინადადებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი:
ეკატერინე მაღალაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 2 225 247 ან 599 461 704.