ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18051 - ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე: SCADA-ს სისტემის დანერგვის პროექტის მომზადება ბჟუჟა ჰესისთვის #28/6-Bzhuzha-P/SCADA Design-23

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 26 ივლისი 17:00 სთ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: SCADA-ს სისტემის დანერგვის პროექტის მომზადება ბჟუჟა ჰესისთვის #28/6-Bzhuzha-P/SCADA Design-23.

მომსახურების აღწერა:

სამეთვალყურეო კონტროლისა და მონაცემთა მოპოვების სისტემის (SCADA) პროექტის მომზადება შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურზე, კერძოდ: ბჟუჟა ჰესი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გომი;

 დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ტექნიკური დავალება ქართულ ენაზე;
  • ტექნიკური დავალება ინგლისურ ენაზე.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

 დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

  • დეტალურ ხარჯთაღრიცხვას გადასახადების გარეშე;
  • დეტალურად გაწერილ სამუშაოების შესრულების გრაფიკს;
  • გადახდის პირობებს;
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკოგარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია კომპანიის კვალიფიკაციის შესახებ:
    - კომპანიის მოკლე პრეზენტაცია;
    -ინფორმაცია ანალოგიური ან/და მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოში ან საზღვარგარეთ;
    -ინფორმაცია ამ პროექტში ჩართული პიროვნებების კვალიფიკაციის შესახებ.

წინადადების წარდგენის წესი:

  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე (წინადადების ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, სასურველია, რომ თავად პრეტენდენტმა დამატებით წარმოადგინოს შემოთავაზების ქართული თარგმანი) და გადაგზავნილ იქნას დამკვეთის წარმომადგენლების შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:
  • Bivaniashvili@gig.ge - ბექა ივანიაშვილი - T: +995 595 888 268
  • Ijelia@gig.ge - ირინა ჯელია - T: +995 599 194 010
  • სატენდერო წინადადებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება #28/6-Bzhuzha-P/SCADA Design-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 26 ივლისი 17:00 სთ

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ბექა ივანიაშვილი T: +995 595 888 268

ტექნიკური დეტალების დაზუსტებისათვის დაუკავშირდით:
ჰიდრო-მექანიკური განხრით: ლერი ჭიპაშვილი  T: +995 599 881 166
ელექტრო-ტექნიკური განხრით: ილია კამკამიძე T: +995 598 760 796

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები