12 ივლისი 2023, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT18072 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადებაზე
- გამომცხადებელი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 12 ივლისი 2023 დრო 13:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 03.06.21.161) საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადებაზე. 
შესრულების ადგილი: ქ. ქუთაისი, ფოთის ქ. № 3
შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს:
- გარე და შიდა კანალიზაციის სისტემების პროექტირებას;
 - გარე სანიაღვრე ქსელის პროექტირებას;
 - გათბობა-გაგრილების სისტემის პროექტირებას (საქვაბის ჩათვლით);
 - წყლის გაყვანილობის, წყალკანალიზაციისა და სადრენაჟე სისტემების გეგმარება (ცივი, ცხელი და ცხელი წყლის რეცირკულაციის სისტემები);
 - ვენტილაციის სისტემის პროექტირებას;
 - სამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის პროექტირებას;
 - სახანძრო ვენტილაციის (კვამლგამწოვის) სისტემის პროექტირებას;
 - სახანძრო წყალქრობის სისტემის პროექტირებას ( სპრინკლერები და სატუმბი სადგური; გარე ჰიდრანტი);
 - სახანძრო - სამაშველო, გახმოვანების, ავარიული განათების სისტემის პროექტირებას;
 - ელექტროობის პროექტირება (შენობის შიდა და გარე განათების, გენერატორი, მეხამრიდის და დამიწების კონტურის ჩათვლით);
 - სუსტი დენების ქსელების პროექტირებას.
 
სატენდერო პირობები:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
 - სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
 - სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდია: 2023 წლის 14 ივლისი 2023 წლის 25 ივლისის ჩათვლით;
 - სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
 - წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.
 
პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
პრეტენდენტის დასაქმებულს (დასაქმებულებს), რომელთა მიერაც უშუალოდ განხორციელდება მომსახურების გაწევა, უნდა ჰქონდეთ ანალოგიური სამუშაოს შესრულების 3 წლიანი გამოცდილება;
პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - ინფორმაცია პრეტენდენტის დასაქმებულის (დასაქმებულების) მიერ, ანალოგიური სამუშაოს შესრულების შესახებ, პროექტების და კონტრაქტორების მითითებით;
 - განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
 - შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
 - არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
 - ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე დაადგენს ადეკვატურ ფასს, ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.
 - პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების სავარაუდო თარიღი: 2023 წლის 13 ივლისი.
 - დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2023 წლის 12 ივლისი 13:00 საათი;
 - მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
 - დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
 
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxarianikutaisi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 71300000 საინჟინრო მომსახურებები
 
დოკუმენტაცია
ვადა, 2 კვირა არარეარულია სერიოზული პროექტის მოსამზადებლად