13 ივლისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18089 - ფასთა გამოკითხვა პროგრამული კოდის დამუშავება, ეკრანული ფორმა, ინტეგრაცია არსებულ DCS-ში, პრეს-ფილტრისა და შემსქელებლის აწყობა-გაშვებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
RMG Copper JSC აცხადებს ფასთა გამოკითხვას პროგრამული კოდის დამუშავება, ეკრანული ფორმა, ინტეგრაცია არსებულ DCS-ში, პრეს-ფილტრისა და შემსქელებლის აწყობა-გაშვებაზე.
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას/მომსახურების განხორციელებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.
- კომერციული წინადადების ბოლო ვადა: 13.07.2023 18:00 საათი.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს
ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ. - კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი დოკუმენტებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com
T: +995 579552051
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
რუსლან სუიუნოვი
RSuiunov@richmetalsgroup.com
T: +995 591454358
ტენდერის კატეგორია:
- 43800000 საამქროს დანადგარები
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები