ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18111 - ფასთა გამოკითხვა საკომფერენციო და სათათბირო დარბაზის, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვის და საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ფასთა გამოკითხვას, საკომფერენციო და სათათბირო დარბაზის, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვის და საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანის შესყიდვასთან დაკავშირებით.
 
შესყიდვის ობიექტი:

  • ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისი ივ. ჯავახიშვილის N60-ში არსებული საკომფერენციო სივრცე (ფაილი თან ერთვის) საჭიროებს აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვას. კერძოდ: ხმა დაბალანსებული უნდა იყოს მთელ სივრცეში, შესაბამისად დინამიკების რაოდენობა, რომელიც განაწილებული უნდა იყოს მთელს პერიმეტრზე და მათი ტექნიკური მახასიათებლების არჩევა მიმწოდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. ასევე გასათვალისწინებელია მიკროფონებთან თავსებადი მიქშერის არჩევა და ხმის შეყვანა მიქშერში ისე, რომ შესაძლებელი იყოს ხმოვანი პრეზენტაციის გაშვება.
  • საჭიროა 8 ერთეული საკომფერენციო სტაციონალური მიკროფონი.ასევე 4 ერთეული მობილური უკაბელო მიკროფონი შტატივით. გათვალისწინებული უნდა იყოს 4 ცალი 55 ინჩ. მონიტორი/ტელევიზორი, რომელიც სპლიტერით იქნება ჩართული და პროექტორთან ერთად იმუშავებს სინქრონულად (პროექტორი-მონიტორი ერთი და იგივე ეთერი), ხოლო მონიტორები დარბაზში ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ სხვადასხვა სეგმენტში განთავსებულმა საზოგადოებამ ვიზუალურად აღიქვას პრეზენტაცია, მათ შორის მომხსენებელმაც. ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს დისტანციური კონფერენციის (ზუმით) ჩატარებისათვის საჭირო აღჭურვილობა. წარმოდგენილ უნდა იქნეს მოწოდებულ ტექნიკის საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანისათვის საჭირო განფასება.
  • იგივე დავალება წარმოდგენილ უნდა იქნეს 40 კვმ. სათათბირო ფართისათვის. აღნიშნული ფართი არ საჭიროებს მონიტორს/ტელევიზორს.
  • ერთეულის ფასები და საერთო ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელს და ხარჯს, მ.შ დ.ღ.გ, ტრანსპორტირების ხარჯი, ადგილზე მოტანით, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა/ადგილზე მონტაჟი.

მიწოდების პირობები:

შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღისა. მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის N60.

გარანტია:

მოწოდებულ საქონელზე და მომსახურებაზე საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.

ანგარიშსწორების პირობები:

  • მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმით: შემსყიდველის მიერ მოხდება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 40%–ის წინასწარ გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე.
  • აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს შესასყიდი საქონლის მიწოდების ვადას.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • საქონლის დასახელება და ღირებულება, საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანის სამუსაოების ნუსხა და განფასება.;
  • ინფორმაცია საგარანტიო მომსახურების შესახებ;

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერით და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).
 
პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისს 18.00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ ფასთა გამოკითხვის მოთხოვნებით განსაზღვრული დოკუმენტაცია ელექტრონულად.
 
შესყიდვასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია წერილობითი მიმართვით ან ზეპირად საკონტაქტო პირისგან:
ირაკლი ხურციძე
ტელ: 599946797;

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა