ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18116 - ტენდერი ფილიალში (ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #74) ალუმინის ტიხრების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალში (ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #74) ალუმინის ტიხრების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით (დანართი #1);

1.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • სწავლებების/ტრენინგების/ინსტრუქტაჟების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი/უწყისი შემდეგ თემატიკებზე: „შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები, სიმაღლეზე მუშაობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, ალუმინის ტიხრების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები“, ასევე რეგისტრაციის ჟურნალი ხელმოწერებით, რომლითაც სამუშაოების ჩამტარებელი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ გავლილი აქვთ ზემოთ მოცემული თემატიკის შესაბამისი სწავლებები;
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
  • შევსებული სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის 2021-2022 წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებულისაბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

2.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;

3. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

4. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული(ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაშიწარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

5. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 ივლისი, 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე,
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები