ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18117 - ტენდერი რაჭაჰესის საჭიროებისთვის ფოლადის მილებისა და აქსესუარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“  აცხადებს ტენდერს რაჭაჰესის საჭიროებისთვის ფოლადის მილებისა და აქსესუარების შესყიდვაზე, #04/07-GIEC-Hydro/Racha/Steel-23  (იხილეთ ფასების ცხრილის დანართი)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის ანალოგიური საქმიანობის გამოცდილების დადასტურება მსგავსი საქონლის მიწოდების თაობაზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ რაჭაჰესის საჭიროებისთვის შესასყიდი ფოლადის მილებისა და აქსესუარების ფასების ცხრილი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N1).

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ფოლადის მილები და აქსესუარები“ და ნომერი - #04/07-GIEC-Hydro/Racha/Steel-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 11 ივლისი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი;

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები